მთავარი»პოლიტიკა»„მოვუწოდებთ რუსეთს აღადგინოს ავიამიმოსვლა და დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”

„მოვუწოდებთ რუსეთს აღადგინოს ავიამიმოსვლა და დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”

8
Shares
Pinterest Google+

 

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით აკვირდებოდა რუსეთის მთავრობისა და დუმის წევრების არაპროპორციულ რეაქციას საქართველოშიმიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა “ამერიკის ხმის” სპეციალურ კორესპონდენტს სინდი სეინს განუცხადა, რითაც საქართველოში ბოლო ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის მხარის რეაქციას გამოეხმაურა.

„ჩვენ მივესალმებით რუსი და ქართველი ლიდერების გაკეთებულ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მიზნით და მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველომდე და უკან”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოში ჩასული უცხოელი ტურისტები მთელი მსოფლიოდან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და იქ მათ კარგად ხვდებიან. ამასთან ერთად, აშშ-ის საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს მოერიდოს ნეგატიური ზომების მიღებას, მათ შორის – სანქციების დაწესებას.

“ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

წინა სტატია

ბათუმში ბებია და შვილიშვილი მოძრავი მიკროავტობუსიდან გადმოვარდნენ

შემდეგი სტატია

„მონები აღარ ვართ, გავთავისუფლდიიით!! მერე რაა რომ ერთმანეთი გვეზიზღება, მერე რა..“