მთავარი»Slider»მოსახლეობამ მოიხმარა 56.9 ათასი ტონა გაყინული პროდუქცია: 58.3% ქათამი, 20.5% საქონელი, 11.8% ხილი, 6.1% თევზი

მოსახლეობამ მოიხმარა 56.9 ათასი ტონა გაყინული პროდუქცია: 58.3% ქათამი, 20.5% საქონელი, 11.8% ხილი, 6.1% თევზი

2
გაზიარებები
Pinterest Google+

2019 წლის III კვარტალში საქართველოში 86 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (47.7 პროცენტი) და ქვემო
ქართლის (14.0 პროცენტი) რეგიონებშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (10.5 პროცენტი), კახეთის (10.5 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (7.0 პროცენტი), იმერეთის (4.7 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (3.5 პროცენტი), გურიის (1.2 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის (1.2 პროცენტი) რეგიონებში.
2019 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 342 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია
– 198 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 975 კაცით განისაზღვრა.
2019 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 56.9 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 58.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით),
20.5 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 11.8 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 6.1 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას
უმნიშვნელო წილი ჰქონდა:

წინა პოსტი

მესამე კვარტალში საქართველოში 2 742.0 ქათამი დაკლეს

შემდეგი პოსტი

ხაჭაპურის დამზადების ფასმა წლიურად 12.6%-ით მოიმატა