მთავარი»საზოგადოება»მოითხოვს თუ არა ევროპა საქართველოში ლგბტ პრაიდის ჩატარებას? – რა უპასუხეს მამა ანდრია ჯაღმაიძეს ევროპელმა ლიდერებმა?

მოითხოვს თუ არა ევროპა საქართველოში ლგბტ პრაიდის ჩატარებას? – რა უპასუხეს მამა ანდრია ჯაღმაიძეს ევროპელმა ლიდერებმა?

9
Shares
Pinterest Google+

 

კატეგორიულად სთხოვს თუ არა ევროპა საქართველოს მის ქუჩებში ლგბტ პრაიდის ჩატარებას – ამ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ კითხვა დასვა ბათუმში, 11-12 ივლისს მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ.

„ჩვენ ვხედავთ ჩვენი მოსახლეობის პოლარიზაციას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო – საქმე იმაშია, რომ ქართული კულტურისათვის უცხოა ცხოვრების ინტიმური დეტალების დემონსტრირება, როგორიც არ უნდა იყოს ის. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტქ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ზრდილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს ეს და ვსვამთ შეკითხვას – რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში?“ , – მიმართა შეხვედრის მონაწილეებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე ცალსახა პასუხი ევროპელმა ლიდერებმა არ გასცეს, თუმცა მათ იგულისხმეს, რომ ეს ევროპის მოთხოვნაა.

კითხვაზე შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგის) ვიცე-სპიკერმა, კერსტინ ლუნდგრენმა უპასუხა, რომ მთავარი მიზანია ტოლერანტული საზოგადოების შექმნა: „ჩვენთვის ეს არის ადამიანის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხი და იქნება ეს რელიგიური თუ ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური უმცირესობების შესახებ საკითხები, ეს არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული. ეს ყველაფერი გულისხმობს, თუ როგორ უნდა შევქმნათ დამთმენი, ტოლერანტული საზოგადოება, აი, ეს არის მთავარი მიზანი, ყველა ამ პრინციპის გათვალისწინებით“.

მამა ანდრია ჯაღმაიძის კითხვას გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში მიხაელ როთიმაც უპასუხა:

„მე მირჩევნია გულღია და გულწრფელი საუბარი. მე რელიგიური ადამიანი და ჩემი ეკლესიის ერთგული ვარ. მე მესმის, რომ არის გარკვეული გაუგებრობები  და ეს აგრეთვე გაუგებრობები რუსი პოლიტიკოსებისგანაც მომდინარეობს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არასდროს არ უნდა განვასხვავოთ ჩვენ აღმოსავლეთის ტრადიციულ ინტერპრეტაციასთან და დასავლურ ინტერპრეტაციასთან. ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად პატივისცემას, ტოლერანტობას გამოხატავს უმცირესობების მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი, არც რელიგიური წრეების წარმომადგენლებისგან და არც რომელიმე სხვა, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე დავადანაშაულოთ სექსუალური უმცირესობები. ეს არის სრულიად და ტოტალურად მიუღებელი“, – აღნიშნა როთმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკიანიანმა კი ამ კითხვაზე აღნიშნა, რომ „ამიტომ გვჭირდება ჩვენ ექსპერტული ცოდნის დაგროვება სამოქალაქო საზოგადოებაში, რათა შემდეგ ეს საყოველთაო ღირებულებები დავამკვიდროთ“.

„არანაირი საფუძველი არ უნდა გააჩნდეს დისკრიმინაციის რომელიმე ფორმას. არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ დასავლური აზროვნება გვაქვს თუ აღმოსავლური“, – განაცხადა მან.

alt-info.com

წინა სტატია

„მონები აღარ ვართ, გავთავისუფლდიიით!! მერე რაა რომ ერთმანეთი გვეზიზღება, მერე რა..“

შემდეგი სტატია

„ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ახლა გადადგომა და წასვლა“ (ვიდეო)