მთავარი»მსოფლიო»მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? – სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? – სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ერევანში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი, გეორგი კუტოიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 38 წლის კუტოიანის ცხედარი პირველად მეუღლემ ნახა.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ დირექტორს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

გეორგი კუტოიანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად 2016 წლის თებერვალში დაინიშნა.

მანამდე ის სამართლებრივ საკითხებში სომხეთის პრეზიდენტის თანაშემწედ მუშობდა.

2018 წლის მაისში, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გეორგი კუტოიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1rv

წინა პოსტი

NDI კვლევის შედეგები და გამოკითხვა თბილისის ქუჩებში (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დაჯარიმეს