მთავარი»სამართალი»მკვლელობა ატენის ქუჩაზე – პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა

მკვლელობა ატენის ქუჩაზე – პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ თავი მოიკლა

7
გაზიარებები
Pinterest Google+

თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა შსს ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, უწყებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე პირია გარდაცვლილი.

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

წინა პოსტი

„პატრიოტთა ალიანსის“ ალტერნატიულ აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა

შემდეგი პოსტი

ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს მიმართავს