მთავარი»პოლიტიკა»მიუნხენში გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვის შეხვედრა არ იგეგმება – პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

მიუნხენში გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვის შეხვედრა არ იგეგმება – პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

5
გაზიარებები
Pinterest Google+

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენში კონფერენციაზე დღეს გაემგზავრა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარია მიუხენშია, სადაც ასევე იმყოფება სერგეი ლავროვი და შესაძლოა გახარიასგან საქართველში ჩამოსასვლელად უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლავროვსა და გახარიას შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა არ იგეგმება.

„ეს არის სიცრუე. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და სერგეი ლავროვის შეხვედრა არ იგეგმება“, – აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

წინა პოსტი

გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი პოსტი

50 წლის ფერმერმა ჩათვალა, რომ კორონავირუსი სჭირდა და თავი მოიკლა - შემთხვევა ინდოეთში