მთავარი»Slider»„მინდოდა, მეკითხა, რატომ უწოდა გამსახურდიას ბანდიტი“ – ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში (ვიდეო)

„მინდოდა, მეკითხა, რატომ უწოდა გამსახურდიას ბანდიტი“ – ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში (ვიდეო)

9
გაზიარებები
Pinterest Google+

 

გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას გეგმავდა, სადაც „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელს, თეონა ქარდავას შესვლის უფლება არ მისცეს.
მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე დასწრება მოითხოვა, რათა ზვიად გამსახურდიას შესახებ კითხვა დაესვა, თუ რატომ მოიხსენია სანდრა რულოვსმა ის ბანდიტად.
მისივე მტკიცებით, “ნაციონალურ მოძრაობის” ის” ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარემ – ანი წითლიძემ და მხარდამჭერებმა ამის უფლება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„მინდოდა, ქალბატონი სანდრასთვის მეკითხა, რატომ მოხდა შერჩევით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, ამ დროს კი მოვიდა ანი წითლიძე და სუს-ის აგენტი მიწოდა. მათ ჩემთან შეხვედრის ეშინიათ, რადგანაც ვარ რეპრესირებული ადამიანი. 2009 წელს გამომასახლეს, მათი რეჟიმის მსხვერპლი ვიყავი, როდესაც მუდმივად არღვევდნენ დევნილთა უფლებებს და კიდევ მინდოდა, მეკითხა, რატომ არის ზვიად გამსახურდია ბანდიტი. სწორედ ამისი ეშინოდათ და ამიტომაც არ მიმიწვიეს. ის მოქალაქეებს გაურბის, სამეგრელომ უმძიმესი პერიოდი გაიარა “ნაც.მოძრაობის” მმართველობის დროს“, – განაცხადა თეონა ქარდავამ.

 

 

მარშალპრესი

 

წინა პოსტი

,,ხვალ ფილარმონიაში რომ იკრიბება, ეს ის ხალხი არაა, ივანიშვილისგან უსაქმურობაში რომ იღებდნენ ფულებს?“

შემდეგი პოსტი

„დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ღერებით ყიდულობდა სიგარეტს და საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა“- ადვოკატი