მთავარი»Slider»მინდა მივმართო ივანიშვილს: მომისმინე კარგად შენ, მე, მიხეილ სააკაშვილი ამას აღარ გავატარებ

მინდა მივმართო ივანიშვილს: მომისმინე კარგად შენ, მე, მიხეილ სააკაშვილი ამას აღარ გავატარებ

20
Shares
Pinterest Google+
“ივანიშვილმა თავისი მორიგი გოდორი დააყენა კანდიდატად. ივანიშვილს ჩაყავს იქ დიდი რაოდენობით პოლიცია, აპირებს საარჩევნო უბნებზე მანიპულაციას. მორბიან, ხალხს ცემენ, ურტყამენ, მანქანები შეიყვანეს, სადაც ბავშვები იყვნენ შეგროვილი და ასე შემდეგ.
მინდა მივმართო ივანიშვილს: მომისმინე კარგად შენ. ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული მე ვიცნობ საარჩევნო სიტუაციას კარგად და ხულოში, მთაწმინდაზე, მარნეულში, ზესტაფონში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული.საკითხი დგას აქ ძალიან მრატივად: ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არა გაქვს აბსოლუტური კონტროლი, საქართველოარ არის შენი დუქანი, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება, ან შეეგუებით რომ ნელნელა თანდთან ხელისუფლება გადადის წყნარად საქართველოს საზოგადოების, ხალხის ხელში, ან ჩვენ ყველა უნდა დავმობილიზირდეს. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი. ჩვენ ამას აღარ გავატარებთ. მე, მიხეილ სააკაშვილი ამას აღარ გავატარებ. თუ ამ არჩევნებს ის ან გააყალბებს ან მოიპარავს, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მაშტაბით, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ საქართველოში არჩევნები გაუქმებულია. ამას არ შეეგუება სანდრა, ამას არ შევეგუები მე. ვიწყებთ ხალხის მობილიზაციას ყველგან, მშვიდობიან ქმედებას ყველგან, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და საქართველოში არ იქნება ნორმალური არჩევნები.
მე ვარ ამ პროცესში ჩართული ბოლომდე.მე მაქვს საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ახლა და მე არ ვაპირებ შევეგუო, რომ ავადმყოფმა ოლიგარქმა, ქურდბაცაცამ ეს არჩევნები ხელახლა ჯიბეში ჩაიდოს.
მე, მიხეილ სააკაშვილი. თავიდან ბოლომდე ჩავერთვები ორგანიზაციაში მას შემდეგ,რაც თქვენ ამ არჩევნებს მოიპარავთ და დავაჩქარებ და მოვამზადებ ჩემს სწრაფ ჩართვას ადგილზე, საქართველოში ამ პროცესებში. ისე რომ თითსაც ვერ დამაკარებთ. მე უკან აღარ დავიხევ. არც დამიხევია აქამდე, მაგრამ ახლა უკვე გადმოვალ შეტევაზე. “– წერს ფეისბუქზე მიხეილ სააკაშვილი
წინა სტატია

ბაკურციხეში მეზობელმა მეზობელს ყური მოაჭამა

შემდეგი სტატია

ჩვენი შეცდომა იყო კოჰაბიტაციაო და რა უნდა ექნათ - ყველანი უნდა ამოებუგათ და ქვეყანა აყვავდებოდა?!

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.