მთავარი»პოლიტიკა»„მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა“

„მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა“

7
გაზიარებები
Pinterest Google+
მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტნციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ამ პოლიტიკური ძალის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარ ფიგურას. კოორდინირებული მოქმედებებისა და შეჯერებული პოლიტიკის განმსაზღვრელს. უვიზო მიმოსვლის შემოღების გუშინდელი უარყოფითი შეფასება ამ იდეოლოგიის კიდევ ერთი დადასტურებაა. უტიფრობაა ისიც, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დამრბევი, ფოტორეპორტიორების, ჯაშუშების ბრალდებით დაკავების ორგანიზატორი, არაერთი მედიასაშუალების კონტროლის ქვეშ მომქცევი, „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი ადამიანი საუბრობს მედიაგარემოზე, თავისუფლებაზე და საუბრობს იმ ტელევიზიების მეშვეობით, რომლებიც უმოკლეს დროში დაარეგისტრირეს და ეთერში ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავიდნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

წინა პოსტი

„საფრანგეთის მთავრობას ვადანაშაულებ დევნაში“ - მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

შემდეგი პოსტი

ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ 2020 წლის ნომინანტები დაასახელა