მთავარი»პოლიტიკა»“მიხეილ სააკაშვილი მდგრადი პოლიტიკური ცხოველია”

“მიხეილ სააკაშვილი მდგრადი პოლიტიკური ცხოველია”

1
Shares
Pinterest Google+

თბილისის მთაწმინდის რაიონის შუალედური არჩევნების დეპუტატობის კანდიდატმა სოფო ხორგუანმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლიეჟში, კონგრესის დარბაზში ემიგრანტებთან შეხვედრა შეაფასა.

როგორც სოფო ხორგუანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, რომელიც საქართველოს დღის წესრიგს განსაზღვრავს. მისი თქმით, სააკაშვილს ამ პროცესებში ხელს დღევანდელი ხელისუფლებაც უწყობს, რადგან, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ძებნილი პრეზიდენტის ფრაზების განხილვით არიან დაკავებულნი. “მომწონს თუ არ მომწონს, უნდა ვაღიაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, ძალიან მდგრადი პოლიტიკური ცხოველი, რომელიც ახერხებს იყოს აქტიური ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რათქმაუნდა, ეს არ ხდება ხელშეწყობის გარეშე. ჩვენც ხელს ვუწყობთ რადგან, ასეთი თემებით ხდება რეალური პრობლემების გადაფარვა. ხელისუფლება და ოპოზიცია თანაბრად ქმნიან დღის წესრიგს და თანაბრად სცოდავენ იმაში, რომ პრობლემების გადავწყვეტის ნაცვლად, იმას ვიხილავთ, რა პოლიტიკურ დღის წესრიგს გვთავაზობს ძებნილი პრეზიდენტი,”- განაცხადა სოფო ხორგუანმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ემიგრანტების სახელით, რომელთა რაოდენობა გაცილებით ბევრია. “ემიგრაციის მხარდაჭერა ძალიან დიდი ნათქვამია. ვინ არის ეს ემიგრაცია, ვინ მისცა ადამიანებს უფლება ემიგრაციის სახელით ილაპარაკოს. ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, მაგალითად “ქართული ოცნების” მხარდაჭერაზე, მას აქვს რეალური ციფრები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების. მათ საქართველოს უმრავლესობამ მისცა ხმები და აქვთ საპარლამენტო უმრავლესობა. საქართველოს ემიგრაციის სახელით საუბრის უფლება ვინ მოიპოვა, სად გადაწყდა? 10 ადამიანი, 50, 500, თუნდაც 3000 გიჭერდეს მხარს, მაგრამ ილაპარაკო ემიგრაციის სახელით, რომელთა რიცხვი ბევრად დიდია არ შეიძლება. ასეთი ხმამაღალი განცხადებები, არ მიკვირს მიხეილ სააკაშვილისაგან. მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი დღის წესრიგი და მასზე აქ რეაქციები სასარგებლო არ არის,” – განაცხადა სოფო ხორგუნამა.

მისივე თქმით, ჩვენ ყველანი ვცოდავთ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, გვაინტერესებს.

წყარო: http://mcm.ge

წინა სტატია

ხელისუფლებამ ზონდერჯგუფები ლიეჟში დესანტივით გადასხა

შემდეგი სტატია

ლაშა ტალახაძე და ლიდია ვალენტინი მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანები

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.