მთავარი»სხვადასხვა»მეცნიერებმა შექმნეს მინერალი, რომელსაც ატმოსფეროში CO2-ის შთანთქმა შეუძლია

მეცნიერებმა შექმნეს მინერალი, რომელსაც ატმოსფეროში CO2-ის შთანთქმა შეუძლია

12
Shares
Pinterest Google+

მეცნიერებმა მაგნეზიტის წარმოების სწრაფ გზას მიაგნეს. ეს მინერალი ნახშირორჟანგს შთანთქავს და ინახავს. თუკი ახალი მეთოდი სამრეწველო მასშტაბს მიიღებს, გაჩნდება ატმოსფეროდან CO2-ის მოშორებისა და გრძელვადიანი შენახვის სრულიად ახალი გზა. ცნობილია, რომ ატმოსფერულ CO2-ს გადამწყვეტი ეფექტი აქვს გლობალურ დათბობაზე. ატმოსფეროდან ზედმეტი ნახშირორჟანგის მოშორების გზით გლობალური დათბობის შემცირებაზე მეცნიერები აქამდეც მუშაობდნენ, მაგრამ ამ ტექნოლოგიის განვითარებას თან ახლავს სერიოზული პრაქტიკული და ეკონომიკური შეზღუდვები.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, პიტერ კელემენის განცხადებით, მკვლევართა ჯგუფის შრომა ამაღელვებელია, რადგან მათ შექმნეს მექანიზმი, რომელიც მაგნეზიტის კრისტალიზაციას დაბალ ტემპერატურაზე ახდენს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პროცესის აჩქარების პოტენციალი, რაც ატმოსფერული ნახშირბადის შთანთქმისა და შენახვის შედარებით იაფი გზა უნდა გახდეს.

მომზადებულია 1 არხის მიერ, phys.org-ის მიხედვით.

წინა სტატია

„ქ. თავსდებითა ღმრთისაითა მე, დავითს, მიწყიეს“ - აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი

შემდეგი სტატია

„შენელებული მოქმედების ნაღმები“ - რა საფრთხეებს შეიცავს ყარსის ხელშეკრულება საქართველოსთვის?

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.