მთავარი»საზოგადოება»მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს (ფოტო)

მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს (ფოტო)

8
გაზიარებები
Pinterest Google+

თბილისის მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს. პარლამენტის შენობაზე ასევე დამონტაჟდა საახალწლო განათებები.

ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები, რომლებიც კარვების აღებას და ატრაქციონების დამონტაჟებას აპროტესტებენ.

დასუფთავების სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები დღეს ღამით აიღო. ადგილზე საბავშვო ატრაქციონებისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო.

ამის შემდეგ, ადგილზე ოპოზიციური პარტიებისა და ახალგაზრდული მოძრაობების წარმომადგენლები მივიდნენ, კარვების აღება გააპროტესტეს და ხელმეორედ გაშლა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ცხრა პირი.

მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს [ფოტო]
წინა პოსტი

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარავს ისევ გაშლის

შემდეგი პოსტი

„გასაბერი ატრაქციონი დაჩეხეთ, ამას მხოლოდ თქვენნაირი მახინჯი აზროვნების ადამიანები თუ მოიფიქრებდნენ“