მთავარი»პოლიტიკა»მედვედევი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობებს არჩევნების შედეგი დაათბობს

მედვედევი იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობებს არჩევნების შედეგი დაათბობს

6
გაზიარებები
Pinterest Google+

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არის.

„ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში იმ რიტორიკას გამოიყენებს, რომელიც მას წინასაარჩევნო კამპანიისას ჰქონდა, თუმცა, ამავდროულად ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს პოლიტიკისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა ექნება.

„უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომების მოთხოვნა არსებობს. საჭიროა პრაგმატული და პასუხიმგებლიანი მიდგომა, რომელიც უკრაინაში არსებულ რეალობას ითვალისწინებს, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას“, – დასძინა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

წინა პოსტი

არის თუ არა ეს ბილეთი? - სააკაშვილი უკრაინისკენ დაიძრა (ვიდეო)

შემდეგი პოსტი

უკრაინა ისრაელის შემდეგ პირველი ქვეყანაა, რომლის პრეზიდენტიც და პრემიერიც ებრაელია