მთავარი»საზოგადოება»„მედიაცენტრი მთავარის“ განცხადება პრესკლუბში შეჭრასთან დაკავშირებით

„მედიაცენტრი მთავარის“ განცხადება პრესკლუბში შეჭრასთან დაკავშირებით

8
გაზიარებები
Pinterest Google+

„მედიაცენტრი მთავარი“ ემიჯნება ძალადობის ყველანაირ ფორმას. ჩვენთვის მიუღებელია როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და არ ვამართლებთ ძალადობის არანაირი მეთოდებით. ის, რაც დღეს „მედიაცენტრ მთავარის“ ოფისში მოხდა, ყოველგვარი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას სცილდება. „მედიაცენტრი მთავარი“ არის კერძო ორგანიზაცია, გარდა ამისა, ოფისში, სადაც დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები შემოიჭრნენ, განთავსებულია სხვა დაწესებულება. აღნიშნული ქმედებით შეილახა და დაირღვა იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც აღნიშნულ დაწესებულებაში მუშაობენ და არანაირი კავშირი აქვთ „მედიაცენტრ მთავართან“.

მივმართავ ყველა პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანლს, „მედიაცენტრი მთავარი“, როგორც მედიასაშუალება, ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის თუ პოლიტიკური პარტიისთვის, ვისაც პრესკონფერენციის ჩატარება სურს და თქვენ არაერთხელ ყოფილხართ „მედიაცენტრი მთავარის“ სტუმრები, თუმცა, ის, რაც დღეს ჩვენს ოფისში, კერძო დაწესებულებაში მოხდა, როცა პრესკონფერენციას მართავდა პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, სცილდება ყველანაირი გამოხატვის ფორმას.

კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ გასცდებით სამართლებრივ ფორმებს, მით უმეტეს, როცა საუბარია კერძო ორგანიზაციაზე და მედიასაშუალებაზე. ქვეყანაში დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება, ისევე, როგორც ინფორმაციის გაცემისა და მიღების უფლება!” -„მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა.

შეგახსენებთ, რომ დღეს„მედიაცენტრ მთავარში“ ოპოიზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ და დეპუტატი მერაბ ქვარაიას ბრიფინგი ჩაშალეს.

 

წინა პოსტი

„მე გემუქრები და ვასრულებ“ - რა უთხრა პუტინმა საკაშვილს 2008 წელს?

შემდეგი პოსტი

გულანთებულ ახალგაზრდებს ხელისუფლება შემწყნარებლობით უნდა მოეკიდოს