მთავარი»Slider»მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღს დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები აწერია

მეჩეთებზე თავდამსხმელის იარაღს დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები აწერია

6
Shares
Pinterest Google+

 

ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, დაშავებულია სულ მცირე 20 ადამიანი. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნიმ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა პრემიერი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ტერორისტულ აქტს გმობს.

ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. მობილიზებულია სამართალდამცველთა დამატებითი ძალები. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ავტომობილზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

გამოცხადებულია საფრთხის უმაღლესი დონე.

პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც იმ დროისთვის 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების შემდეგ კი, ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა.

ამ ინციდენტიდან მცირე დროის შემდეგ, მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩარჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში მოხდა.

კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმის ფაქტზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციულიმანიფესტი” გამოაქვეყნა, სადაც მის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს.

მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის ერთ-ერთ მჭიდზე დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.

მედიაში გავრცელებული ფოტოები თავდამსხმელის, ბრენტონ ტარანტის სოციალური ქსელ, „ტვიტერის“ პირადი გვერდებიდან არის აღებული, რომელიც მოგვიანებით წაიშალა.

მედიაში გავრცელებულ ფოტოსურათებზე, მჭიდების გარდა წარწერები სხვადასხვა ენაზე ორ შაშხანაზეც არის განთავსებული.

კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით,  დაღუპულია  40 ადამიანი. ათეულობით ადამიანი დაიჭრა.

2020news.ge

 

 

წინა სტატია

მშრალი ხიდის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია იწყება

შემდეგი სტატია

ოკუპანტებს ლევან ძაძუა სხვა ადამიანში შეეშალათ და შეცდომით დააკავეს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *