მთავარი»საზოგადოება»მე აქ ცოტნეს დედის თხოვნით მოვედი-სალომე ზურაბიშვილი

მე აქ ცოტნეს დედის თხოვნით მოვედი-სალომე ზურაბიშვილი

10
გაზიარებები
Pinterest Google+

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,იმ კლინიკაში მივიდა, სადაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტის მძიმედ დაჭრილი შვილი, ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გადის. ზურაბიშვილის თქმით,  კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას დედის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას თხოვნით მივიდა.

„არაფერს არ ვფიქრობ თავდასხმაზე. დეტალები არ ვიცი. შედეგი არის საშინელება. მე დღეს დილით ქალბატონ მანანას ვესაუბრე. ამიტომ მოვედი, რომ ცოტნე ვნახო. მისი თხოვნითაც მაინტერესებდა, რომ გაკეთდა თუ არა ყველაფერი. ნამდვილად ყველაფერი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლება. იმის დასტურიც მინდოდა, რომ შემდეგ ყველაფერი გაკეთდება, რაც შემდეგ ეტაპზე იქნება საჭირო. მთავარია, რომ ეს მძიმე პერიოდი გადავლახოთ, როცა პროგნოზი ჯერ მძიმე არის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წინა პოსტი

ყველაფერს გავაკეთებ, რათა რევოლუციური ცვლილება ამ ქვეყანაში აღარ მოხდეს

შემდეგი პოსტი

„რაღაც პრობლემაზე მომიწია მისვლა და მთვრალი სკოლის დირექტორი საცვლების ამარა ვნახე კაბინეტში“