მთავარი»საზოგადოება»მძიმე ავადმყოფი შეიძლება ღია ცის ქვეშ დარჩეს – 17 წლის გიორგი ჯამათაშვილს საზოგადოების დახმარება ჭირდება

მძიმე ავადმყოფი შეიძლება ღია ცის ქვეშ დარჩეს – 17 წლის გიორგი ჯამათაშვილს საზოგადოების დახმარება ჭირდება

11
გაზიარებები
Pinterest Google+

შშმ ბავშვთა დახმარების კომიტეტი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

„ეს 17 წლის გიორგი ჯამათაშვილია, რომლსაც აქვს ცერებრალური დამბლა, ქვედა სპასტიკური დისპლეგია, დგომისა და გადაადგილების მოშლით. ბავშვის გაზრდა მარტოხელა დედას უწევს, მამამ ოჯახი მიატოვა და უსახლ-კაროდ დარჩენილები დროებით ბაკურციხეში, ნათესავის სახლს აფარებენ თავს. ურთულეს მდგომარეობაში მყოფი დედა-შვილის ერთადერთ შემწეობას, სახემწიფოსგან პენსიის სახით დანიშნული, 200 ლარი შედგენს, რითაც ბავშვისთვის საჭირო მედიკამენტების სრულად შესყიდვაც ვერ ხერხდება.

ნაზი ქუმსიაშვილს შიში, რომ მალე მას ავადმყოფ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ მოუწევს დარჩენა, ტაჯვად ექცა… ერთადერთი , რაზეც ქალბატონი ნაზი ოცნებობს, საკუთარი ჭერია , რომლის შესაძენად 10 000 $ ესაჭიროება, თუმცა, ამ თანხაზე ოცნებაც კი შეუძლებელია მისთვის..
ვინაიდან , ვიცით, რომ ამ გვერდს კეთილი და გულისხმიერი ადამიანები ათვალიერებენ, იმედს ვიტოვებთ, რომ თითოეული ჩვენგანი მცირე აგურს დადებს ამ გიორგი ჯამათაშვილისთვის ჭერის აგებაში.

☝️გახსოვდეთ, თქვენ მიერ გაღებული თითო ლარიც კი უმნიშვნელოვანესია. www.siketesiketistvis.com – ჩვენი დონაციის საიტი და უმარტივესი გადახდის მეთოდი სახლიდან გაუსვლელად.

საბანკო რეკვიზიტები: მიმღები -სიღნაღის მრავალშვილიან დედათა და უნარშეზღუდულ ბავშვთა დახმარების კომიტეტი.

🔘საქართველოს ბანკი: GE83BG0000000133463168
🔘თიბისი ბანკი: GE55TB7730836080100006
🔘ლიბერთი ბანკი: GE09LB0115163393947001

დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: “გიორგი ჯამათაშვილისთვის”

შშმ ბავშვთა დახმარების კომიტეტი-ს ფოტო.

 

შშმ ბავშვთა დახმარების კომიტეტი-ს ფოტო.

წინა პოსტი

„გონებას კარგავდა და მითხრა, ჩემს ოჯახს დაეხმარეო“- ვინ არის კაცი, რომელმაც დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა

შემდეგი პოსტი

„ყველგან გამოგყვები! საჩხუბრადაც, სალაპარაკოდაც, ვისთანაც გინდა მიგეგზავნები, ოღონდ თავის მოკვლაზე არ იფიქრო!“