მთავარი»Slider»“მას არც მილიონები უშოვია, უგულავას, ოქრუაშვილის და სხვა ბობოლა “ნაცებივით”, არც იბიცაზე უგრიალია”

“მას არც მილიონები უშოვია, უგულავას, ოქრუაშვილის და სხვა ბობოლა “ნაცებივით”, არც იბიცაზე უგრიალია”

38
გაზიარებები
Pinterest Google+

“უგულავას დაპატიმრებაზე უნდა ვთქვა ორიოდე სიტყვა!
რა თქმა უნდა, უგულავა, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ბარამიძე, ადეიშვილი, კალმახელიძე, მუხაძე, კოდუები, მეორე ახალაია და ბევრი სხვაც, დასაჭერი კი არა, ციხეში დასალპობები არიან!
იცით რატომ?! ფულის გაფლანგვა და კორუფცია სულ ფეხებზე მკიდია – ჩემს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები დასაპატიმრებელნი არიან, ქართველი ერის გენოციდისთვის, ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის შექმნისთვის და ჟვანიას და პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზების, განხორციელებისა და დაფარვისთვის! ფულის დედაც ვატირე – აი ესაა, მათი დანაშაული!
ამიტომ, ვერაფრით იქნება პოლიტპატიმარი ოქრუაშვილი, რომელიც თავის დროზე ჰყვებოდა, თუ როგორ დაგეგმეს, მიშა სააკაშვილთან ერთად ბადრის მკვლელობა და დაგვიანონსა, შემდეგ გადაცემაში, ჟვანიას მკვლელობაზე გესაუბრებითო.
ახლა, დაბრუნდა რამდენიმე თვის წინ, 20 ივნისს დადგა მიტინგზე, პარტიაში ჰყავს 2 წევრი ჩალაგაშვილი-კემულარია, ისევ, ვერ გააჩერა გრძელი ენა და იტლიკინა, როგორ ქაფავდა ფულს, წეწავდა ბიზნესს და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 20 მილიონი, სეიფში დატოვა, ქეშად. ახლა, მითხარით, როგორი პოლიტპატიმარია?! ან რას ნიშნავს ამათთვის ცნება “პოლიტპატიმარი?! დაპატიმრებულ ყოფილ პოლიტიკოსს?!
ასეთივე სიტუაციაა გიგი უგულავასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ოქრუაშვილთან შედარებით, უგულავა მესამე კლასის ფრიადოსანი მოსწავლეა, მაგრამ 48 მილიონის გაფლანგვაზე ბრალდებული, რომელსაც უმტკიცდება დანაშაული, რა თქმა უნდა, დასაჭერია. “ქართული ოცნება” ძალიან შეცდა, როდესაც სულძაღლიანი მაკკეინის ჩამოსვლის მეორე დღეს, უგულავა გაანთავისუფლა – ახლა, უკვე, სხვა მოცემულობაა და მის დაპატინრებასაც, სხვა ელფერი დაჰკრავს, რაც მხოლოდდამხოლოდ “ქართული ოცნების” პიარის ბრალია, რომელმაც 8 წელია, ვერ დაალაგა მსოფლიოსთვის, საქართველოში მიმდინარე მოვლენების, საჭირო “სოუსით” მიწოდების ამბავი, რასაც მიშა უმაღლეს დონეზე აკეთებდა!
არა მგონია, თადუმაძე ისეთი იდიოტი იყოს, რომ როგორც ის “ნაცების” მამიდა – ბექა ბასილაია ამბობს, უგულავა იგივე დანაშაულისთვის დაესაჯა, თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს საქმე, პირველ საქმესთან პარალელურად თუ არა, მალევე აღიძრა – ორი ინსტანცია გაიარა და უზენაესმა გამოიტანა განაჩენი. ამ პროცესს, დაახლოებით, 2,5 წელი დასჭირდა, თუმცა არც საქალაქო და არც სააპელაციო ინსტანციაში, ბასილაიას, უგულავას და მის სხვა წარმომადგენლებს, არ დაუყენებიათ საკითხი, რომ იგივე დანაშაულისთვის ასამართლებდნენ უგულავას, რაზეც უკვე მოხდილი ჰქონდა სასჯელი! ეს მხოლოდ ახლა მოიგონეს და სრული სისულელეა – შეიძლება, მუხლია იგივე, მაგრამ დანაშაული აშკარად სხვა არის.
სხვათა შორის, ბასილაია, ნათელაშვილი და სხვები, ვინც დღეს ატრაკებენ, უგულავას თითქოს ერთიდაიგივე დანაშაულზე მეორედ დაჭერის გამო, მაშინაც ცოცხლები ბრძამდებოდნენ, როდესაც “ნაცების” მიერ შემოღებული, დანაშაულის შეკრებითობის პრინციპით, ვთქვათ – აგურების მომპარავს, ცალცალკე დანაშაულად უთვლიდნენ, აგურების გამოსატანად, სახლში ან სარდაფში, ყოველ შესვლას და საბოლოო ჯამში, 28 და 30 წელს უსჯიდნენ!
ამერიკელების შეშფოთებები კი, მე პირადად, სულ ფეხებზე მკიდია – სად ტრაკში ბრძანდებოდნენ, როდესაც ყველა საზომით პოლიტპატიმარს – სულხან მოლაშვილს ციხეში ანთებულ სიგარეტს აწვავდნენ სხეულზე და ამის ფოტოები გავრცელებული იყო?!
მოლაშვილი – კაცი, რომელმაც თანამდებობიდან გამომდინარე, უამრავი რამ იცოდა, “ნაცების” შესახებ, მხოლოდ ამის გამო იჯდა.
მას არც მილიონები უშოვია, უგულავას, ოქრუაშვილის და სხვა ბობოლა “ნაცებივით”, არც იბიცაზე უგრიალია და არც ვილები შეუძენია – მთელი ცხოვრება სიდედრ-სიმამრის ბინაში გაატარა, გოგებაშვილის ქუჩაზე და დღესაც იქ ცხოვრობს მისი ოჯახი! ნუ, რაც შეემთხვა ციხეში და განთავისუფლების შემდეგ, სამწუხაროდ, ცნობილია!
ყველა საზომით პოლიტპატიმარი იყო ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც აბსოლუტური სისულელის – ემზარ კვიციანთან სატელეფონო საუბრის გამო დააპატიმრეს, ხოლო კვიციანის და – ქალბატონი ნორა კვიციანი, მძევლად აიყვანეს მისი ძმის ჩამოსაყვანად!
სად იყვნენ ამერიკელები, როდესაც ყაჩაღურად, ტრაპიდან მოხსნეს გია ჯოხთაბერიძე, რამდენიმე მილიონი “აახიეს”, რომელიც ბიუჯეტშიც არ შესულა და ერთ კვირაში, ასევე ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე გაანთავისუფლეს?! ზუსტად იგივე წესით დააკავ-გაანთავისუფლეს ბატონი აკაკი ჩხაიძე (ესენი, უბრალოდ, საყოველთაოდ ცნობილი ხალხია, თორემ ასეთი ფორმით, ფული ასეულობით ბიზნესმენს “აახიეს”).
სხვათა შორის, გია ჯოხთაბერიძემ, მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ, დიდი ამერიკული საკომუნიკაციო კომპანიები შეიყვანა “მაგთის” პარტნიორებად და არ არსებობს, ამ პროცედურის განხორციელების პროცესში, მისი დაკავების ამბავი არ გაეგოთ, ამ კომპანიებს და ამერიკის ელჩს!
მე არ მწამს ამერიკელების – იმიტომ კი არა, რომ თითქოს, სიბინძურე და გარყვნილება შემოაქვთ და თითქოს, “ქართველობას გვართმევენ”… იმიტომ არ მწამს, რომ ქლესები და მატყუარები არიან. ფულის გარდა, რაიმე ხელშესახებით, არასდროს დაგვხმარებიან – ფულით დახმარება კი, გვერდზე დგომის ყველაზე უბადრუკი ფორმაა – “თორმეტი სკამის” პერსონაჟი ბიზნესმენი რომ იცილებს ოსტაპს, – “ა, 200 რუბლეი ნე მოგუტ სპასწი გიგანტა მისლი?” აი, ეს გახლავთ ამერიკა, როგორც მეგობარი, თორემ ქვეყანა, იცოცხლეთ, კარგია!
სხვათა შორის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ფორმით დაგვიდგა გვერდში საფრანგეთი და სარკოზი!
მარგველამ კი დღესაც ბევრი იბჟუტურა, მაგრამ ერთი რამ აბსოლუტური სიმართლე თქვა, რასაც მე დიდზე დიდი ხანია, ვამბობ და თქვენც იცით ეს. მარგველამ თქვა, – დღეს, მსოფლიოსთან ჩვენი ურთიერთობა, რუსეთის გარეშე, ვერ დალაგდებაო!
ეს გახლავთ რეალობა და თუ გავუსწორებთ თვალს, გადასარევი იქნება, თუ არადა, ვაგინოთ ჩეჩნებივით და ღმერთმა მილიონგზის დაგვიფაროს, იქნებ მათი ხვედრიც გავიჩალიჩოთ!
P.S. ამ საწყალ ოპოზიციას კი ერთს ვეტყვი: 4 აპრილს არა, მაისის 20-ის მიმდებარედ უნდა დაგენიშნათ აქცია – უეჭველი სითბო იქნება! ნუ, წელს განსაზღვრავთ – გაისად, 2 წლის შემდეგ, თუ როცა გეცლებათ! რა გეჩქარებათ?! პერფორმანსები დადგით მაღალმხატვრულ დონეზე!” – წერს დავით მარდალეიშვილი.

წინა პოსტი

NASA: "იცვლება ბოფორტის ზღვის წრებრუნვა, არქტიკის დნობა ოკეანის დინებებს ცვლის"

შემდეგი პოსტი

არასრულწლოვანის გაყიდვის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა შვიდი პირი მათ შორის, დედა და ორი ექიმი დააკავა (ვიდეო)