მთავარი»საზოგადოება»მარნეულის სასურსათო ქარხანა: წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

მარნეულის სასურსათო ქარხანა: წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

8
Shares
Pinterest Google+

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, – ინფორმაციას მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, 23 აგვისტოს კომპანიამ თავისი წარმოების დალუქული ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში გააგზავნა. ამავდროულად, მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, რომ ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მათი ზედამხედველობით მომხდარიყო. შემდეგ კი კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

„ანალიზის შედეგების მოსვლისთანავე სრულად ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ პროდუქტში არასაკვები საღებავის – „სუდან 1“-ის კვალი არ არის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს „სუდან 1“-ის არცერთ ელემენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სურსათის 6 ნიმუშში არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 15 აგვისტოს  Momxmarebeli.ge-მ გაავრცელა.

არასაკვები დანიშნულების „სუდანის“ ჯგუფის საღებავები აღმოჩნდა „კულას“, მარნეულის სასურსათო ქარხნის, ფუდსერვისის, შპს „ესის“, Soledo-სა და „თეთნულდის“ პროდუქციაში.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქტების დაბინძურების სავარაუდო წყაროდ წითელი წიწაკა მიიჩნია.

მარნეულის ქარხანამ წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

წინა სტატია

„რუს­თა­ვი 2-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის წამ­ყვა­ნი შესაძლოა, ნა­თია ლა­ზაშ­ვი­ლი გახდეს

შემდეგი სტატია

„ტყუილია, რომ ადამიანს არ ექნება უფლება, ორ ადგილას იმუშაოს“