მთავარი»Slider»მარგველაშვილის ყოფილი სიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს – რატომ ვერ დაამტკიცა პროკურატურამ ბრალი?

მარგველაშვილის ყოფილი სიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს – რატომ ვერ დაამტკიცა პროკურატურამ ბრალი?

9
გაზიარებები
Pinterest Google+

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ყოფილი სიძე, მინდია გოგოჭური პატიმრობიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქში უფლებათა დამცველი გიორგი მუხიგულაშვილი წერს:
8 ჯერ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულმა და 8 ჯერვე თავდაძვრენილმა მარგველაშვილის ყოფილმა სიძემმინდია გოგოჭურმამე 9 დააღწია ციხეს თავი 🙂
9
თვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს იგი განთავსებული იქნა 🙂
პროკურატურამ ვერშეძლომისთვის ბრალის დამტკიცება 🙂
შუა ქალაქში სროლები მოაწყო დაჭრა ორი პიროვნება და პროკურატურამ 9 თვეში ვერ შეძლო ვერაფერი”.
გასული წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პრეზიდენტის იმჟამინდელი სიძე მინდია გოგოჭური და კიდევ ერთ პირი დააკავეს, შსს-მ გაავრცელა დაკავებისა და გოგოჭურის სახლის ჩხრეკვის ვიდეო.
იმჟამად გავრცელებული ინფორმმაციის თანახმად: „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინელობის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება მეორე დაკავებულ გ.რ-ს, მას სამართალდამცავები ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ეძებდნენ. როგორც შსს აცხადებს, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაიყვანეს პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი- დროებითი მოთავსების იზოლატორში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“.
შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაზრდის შესახებ საუბრისას აღნიშნა:

“ამ ეტაპზე, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, ასევე ერთი პირია დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. რაც შეეხება გიორგი ადუაშვილს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ ეტაპისათვის ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და მისგან ინფორმაცია დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით არ გვაქვს. დაველოდოთ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. გამორიცხული არ არის ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. გამოძიება გრძელდება იმისთვის, რომ მოტივი და უფრო მეტი დეტალი გავარკვიოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა.

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, პროკურატურას არ ეყო 9 თვიანი ვადა და მინდია გოგოჭურს, მიუხედავად მისი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებისა, ბრალი ვერ დაუმტკიცეს. 9 თვიანი საპატიმრო ვადის გასვლის გამო რამდენიმე დღის წინ გოგოჭური გათავისუფლებულ იქნა. მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმის გამოძიება არ გაგრძელდება, მაგრამ, როცა 9 თვის განმავლობაში „უბრალო ბრალს“ „ვერ ამტკიცებს“ პროკურატურა, საქმის გამოძიებაზე ლაპარაკი, სამართლიან სასამართლოზე ოცნება, უბრალოდ უხერხულია.
შემთხვევა, რომლის გამოც დააკავეს მინდია გოგოჭური არ იყო პირველი საქმე, სადაც მარგველაშვილის სიძე ფიგურირებდა, ის ცეცხლასროლი იარაღით ორჯერ დაჭრეს: პირველად- 2017 წელს, მეორედ კი -2018 წლის ივლისში.

2018 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით, მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში ჰქონდა მოხვედრილიგამოძიება კი შსს-მ 117-ე მუხლის სხეულის განზრახ დაზიანებით დაიწყო, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ გოგოჭური მათთან არ თანამშრომლობდა.

გოგოჭური 2017 წლის იანვარშიც დაჭრეს. იმჟამინდელი ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძეს დაზიანება მხარის არეში მიაყენეს. მაშინ შემთხვევა თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა და გოგოჭურთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს.

მისი სახელი 2013 წელს მომხდარი დაჭრის ამბავში ფიგურირებდა. დაპირისპირება გოგოჭურსა და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი გამოჩნდა, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობააშეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა, თუმცა ამ საქმეში მონაწილეობას გოგოჭური კატეგორიულად უარყოფს.

2006 წლის 8 ივლისს ცხრა ძმის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით გიორგი ხელაშვილი დაჭრეს და გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო. ეჭვმიტანილი მინდია გოგოჭური იყო. მასაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და დაჭრილთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მკურნალობა სხვა კლინიკაში, პოლიციის მეთვალყურეობით უნდა გაეგრძელებინა, თუმცა, საავადმყოფოდან გაიპარა. მაშინ მისი ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა. ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გოგოჭურს ოფიციალურად ბრალი არ წარსდგენია, რადგან პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. 2007 წელს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

2008 წელს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მინდია გოგოჭური დააკავეს, ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და 2.000 ლარი ჯარიმა გადაახდევინეს, თუმცა მალე ისევ ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს და ისევ პირობითი სასჯელი აკმარეს; თან 13.000 ლარის გადახდაც დაეკისრა.

იმავე წელს თბილისში, კოჯრის ქუჩაზე გიორგი სიხარულიძე და მისი მგზავრი, ბექარ კვიტაიშვილი მანქანაში დაჭრეს. მაშინაც ეჭვი მინდია გოგოჭურსა და ბექა და გიორგი კრიალაშვილებზე მიიტანესგოგოჭური დააკავეს კიდეც, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ითქვა, რომ საქმეში ისევ არ იყო სამხილი. ეს საქმე დღემდე გაუხსნელია.

2016 წლის ივლისში გიორგი მარგველაშვილმა სკანდალური განცხადება გააკეთა, პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა ხდებოდა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს

შსს განმარტავდა, რომ პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკის ჩატარება შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში სსკ-ს 236-ემუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა. მათივე განმარტებით, მინდია გოგოჭურის სახლში კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩნდა.

როგორც წყარომ „პროგრესნიუსს“ განუცხადა მიუხედავად პატიმრობისა, გოგოჭურის ბიზნესი: „მშვიდად გრძნობს თავს“, მას მცხეთაში კარიერები აქვს და ჯივიპის აამრაგებს ქვიშა-ბალასტით. ძალიან დიდი სურვილი აქვს ჯივიპის მოიშოროს გოგოჭური თავიდან, მაგრამ ვერ ახერხებს, სამჯერ სცადეს გაგდება და სამივეჯერ აჯობა გოგოჭურმა“.

 

წინა პოსტი

საით მივდივართ ხალხნო, შეურაცხყოფა თავისუფლებად ითვლება?

შემდეგი პოსტი

როგორ გაატანინა სააკაშვილმა ხაზარაძეს ლელო და როგორ გაიზარდა თიბისი ბანკის აქტივები?!