პოლიტიკა

„მარგველაშვილის და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს, ქვეყნის სასიკეთოდ არცერთს არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი“

„მარგველაშვილის და კვირიკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ნანახი მაქვს და ისიც ვნახე რისი თავი აქვთ ამ ადამიანებს.“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის „ტრიბუნა“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, გიორგი მარგველაშვილის და გიორგი კვირიკაშვილის ქართულ პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნებას.
„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ქვეყნის სასიკეთოდ არცერთს არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი. თუ არა და, შეგიძლიათ ნახოთ მათი განვლილი გზა და დაასახელოთ თუნდაც ერთი კარგი რამ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება. ხოლო თუ მარგველაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება არ ჰქონდა, რატომ თქვა უარი მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ?! მითუმეტეს, რომ ოპოზიცია მხარდაჭერას ჰპირდებოდა. მოკლედ, მე არც ერთი კრიტიკული მომენტი არ მახსოვს, როდესაც მან „ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობა გაუწია და ის, რომ ვეტოებს ადებდა რაღაცეებს, ეს გართობას უფრო გავდა, რადგან მაშინ „ოცნებას“ დეპუტატების იმხელა რესურსი ჰქონდა, რომ ვეტოს დაძლევა სეირის ყურება იყო, მეტი არაფერი“  – ამბობს დავით ჭიჭინაძე
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close