მთავარი»Slider»მაქარაშვილის, ჩვენი შვილების “შავლეგოს” ვუსმენ და ვრწმუნდები – ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო

მაქარაშვილის, ჩვენი შვილების “შავლეგოს” ვუსმენ და ვრწმუნდები – ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო

10
გაზიარებები
Pinterest Google+

“გიგა მაქარაშვილის, ჩვენი შვილების “შავლეგოს” ვუსმენ TV “პირველზე” და ახლა კი ნამდვილად ვრწმუნდები: ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღა დაიწყო – ზუსტად 30 წლის წინ ჩემი თაობა იდგა უნივერსიტეტის კიბეებთან, აუდიტორიებთან, პარლამენტის და რუსის ტანკის წინ, იბრძოდა თავისუფლებისთვის და მღეროდა “შავლეგოს”. 30 წლის შემდეგ ჩვენი შვილები, ჩვენსავით და ჩვენზე მეტად პატრიოტები, უფრო მრავალფეროვნები, უფრო ინოვაციურ-ტექნოლოგიურები და შეუდარებლად თავისუფლები ისევ დგანან პარლამენტის წინ, ისევ მღერიან “შავლეგოს” და სამწუხაროდ, ისევ უწევთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. მადლობა ჩემს თაობას, რომელიც იცავდა ქვეყანას 9 აპრილს, სოხუმთან, გაგრასთან, ცხინვალთან, ტამიშთან, გუადუთასთან, გალთან, სამაჩაბლოსთან, რომელმაც გაზარდა და დააფრთიანა ჩვენი შვილები და გადასცა მათ ესტაფეტად “შავლეგო” და თავისუფლებისთვის ბრძოლის გაუტეხელი სურვილი. @გამარჯვებული თაობების ქვეყანა! P.S. შავლეგო მომწონს, გინება – არა” –  წერს ფეისბუქზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. 

წინა პოსტი

„გიორგი რურუას სახლში აქვს 48 (ორმოცდარვა) ოფიციალურად გაფორმებული იარაღი“

შემდეგი პოსტი

საფრანგეთის სასამართლომ იხვებს ყიყინის უფლება მისცა - იხვებმა გაიმარჯვეს