მთავარი»სამართალი»მანქანა ხევში გადავარდა – დაღუპულია 17 წლის მოზარდი

მანქანა ხევში გადავარდა – დაღუპულია 17 წლის მოზარდი

8
Shares
Pinterest Google+

 

ერთი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
გარდაცვლილია 17 წლის ლერი შარაშიძე. შემთხვევა ქობულეთის რაიონში 5 აგვისტოს მოხდა.
როგორც შსს-მ პრაიმტაიმს განუცხადა, ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც შარაშიძემ და ავტომანქანის მძღოლმა დაზიანებები მიიღეს.
მოზარდის ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: პრაიმტაიმი

წინა სტატია

„17 წლის ერეკლეს ძაღლმა დაჭრაში ბრალდებულის ძაღლს უკბინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა“ - სისხლიანი გარჩევის დეტალები

შემდეგი სტატია

აღკვეთილია 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა