საზოგადოება

მამუკა ხაზარაძე რუსთაველზე გამართულ აქციას შეუერთდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მივიდა. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, 20 ივნისს გაჩენილი მუხტი არ გაქრება და მთელ საქართველოში გავრცელდება.

„20 ივნისი პირადად ჩემთვის იყო ბოლო წვეთი და მე გამოვედი სწორედ ამ ფაქტის გამო. თავისუფლების გარეშე არც ბიზნესმენი ვარგა, არც ინჟინერი, არც მეეზოვე და არც ნებისმიერი ქართველი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის იდეა უნდა იყოს გაერთიანება, რომელიც შეუძლებელია თავისუფალი ადამიანების გარეშე. აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიების წარმომადგენლები არიან აქ შეკრებილები. ეს შეუქცევადი პროცესია. არჩევნებამდე დარჩა ერთი წელის და ამ არჩევნებზე ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. ბიძინა ივანიშვილი და ყველა მისი დამქაში, ყველა მისი მოახლე, კბილის ექიმი, დაცვის უფროსი, რომლებიც მან დაუმსახურებლად თავზე დაგვასვა. ეს გზა ფეოდალური ქვეყნისკენ მიდის და ქართველი ამას ვერ მოითმენს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

⭕Live: მამუკა ხაზარაძე აქციაზე მივიდა

⭕Live: მამუკა ხაზარაძე აქციაზე მივიდა

Posted by Prime Time on პარასკევი, 20 სექტემბერი, 2019

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close