მთავარი»საზოგადოება»მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

7
Shares
Pinterest Google+

 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. TV პირველთან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვებს, წაიყვანს მოხალისეებს და ასიათასობით ხელმოწერას შეაგროვებს, ის ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში პარლამენტი იძულებული იქნება საგამოძიებო კომისია შექმნას.

“დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობამ ჩემი უფლებები დაარღვია, საერთოდ ყურადაც ვერ მიიღეს ეს მოთხოვნა, მე რას ვითხოვ, არ არის სასამართლო, არ არის ხელისუფლება, არ არის პროკურატურა და მივმართე პარლამენტს, თქვენ მაინც როგორმე დამიდექით გვერდით და გავაგებინოთ საბოლოოდ ხალხს საქართველოში, რომ სახელმწიფოს აქვს ჩადენილი სასტიკი დანაშაული. მე ვითხოვ, გამეცით პასუხი, დასაჯეთ ის ადამიანები და აღიაროს სახელმწიფომ შეცდომა”, — აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმანს პარალმენტმა მხარი 29 მაისს არ დაუჭირა. კომისიის შექმნას ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა, დადგენილებას მხოლოდ 30 მომხრე ჰყავდა, მის მისაღებად კი 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

წინა სტატია

კალიების შემოსევა რუსთავში (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ყანდაურაში ქმრის მიერ დაჭრილი 76 წლის ქალი გარდაიცვალა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.