მთავარი»საზოგადოება»მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარავს ისევ გაშლის

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ კარავს ისევ გაშლის

6
გაზიარებები
Pinterest Google+

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დღეს დაიშლებიან და პარლამენტის შენობასთან დღეს, 31 დეკემბერს, 12:00 საათზე ისევ შეიკრიბებიან. მათი თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი კარვის გაშლას პარლამენტის წინ სწორედ 12:00 საათზე შეეცდება.”სირცხვილიას” წევრების განცხადებით, ისინი მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის დადგმაში დაეხმარებიან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც მოძრაობის წევრმა შოთა დიღმელაშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ახალი წლის შემდეგ ისინი კვლავ აქტიურ პროტესტსა და აქციებს გააგრძელებენ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის წინ მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა პარტლამენტის შენობის წინ გაშლილი კარვები აიღეს და ტერიტორია გაასუფთავეს.

ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს წინ საბავშვო ატრაქციონებია გაშლილი.

ipn

წინა პოსტი

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ ცხრა პირი დააკავეს

შემდეგი პოსტი

მერიის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ საბავშვო ატრაქციონები დადგეს (ფოტო)