მთავარი»ეკონომიკა»მალე მაღაზიებში ქართული ლოკოკინას ნახევარფაბრიკატები გამოჩნდება

მალე მაღაზიებში ქართული ლოკოკინას ნახევარფაბრიკატები გამოჩნდება

6
გაზიარებები
Pinterest Google+

ხობში, ლოკონიკენების ფერმის შემდეგ, ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელი ქარხანაც აშენდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ნადი გრუპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად საწარმოს დაპროექტება მიმდინარეობს და მისი მშენებლობა მიმდინარე წელს იგეგმება.
ამასთან, როგორც მერაბ ნადარაია აღნიშნავს, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატები ადგილობრივ სუპერმარკეტებშიც გაიყიდება.
რაც შეეხება პროდუქტის ექსპორტს, მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, „ნადი გრუპმა“ ოქტომბერში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა იტალიაში უკვე გაიტანა. მომავალ წელს კი, საექსპორტო ქვეყნებს საფრანგეთი, პორტუგალია და ესპანეთიც დაემატება.

ლოკოკინების ფერმა-ის სურათის შედეგი

ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს, სამომავლოდ კი პროდუქტიულობის 100 ტონამდე გაზრდა იგეგმება. როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება. „ოქტომებრში 12 ტონა ცოცხალი ლოკოკინა უკვე გავიტანეთ იტალიაში. ჩვენი ძირითადი ექსპორტიორი სწორედ ეს ქვეყანა იქნება. თუმცა, ვაპირებთ წარმოების გაფართოვებას და უკვე მომავლი წლიდან საფრანგეთში, პორტუგალიასა და ესპანეთშიც გავიტანთ. ამჟამად ფერმა 6 ჰექტარზეა გაშენებული და გვინდა, რომ კიდევ 6 ჰექტარით გავაფართოვოთ“,-ამბობს მერაბ ნადარაია.

ლოკოკინების ფერმა-ის სურათის შედეგი

მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოში ლოკოკინა ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია. თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალ ქარხანაში ნახევარფაბრიკატები დამზადდება, შესაძლოა, მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზეც გაიზარდოს. „პროდუქტი ძალიან მოთხოვნადია, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე ხალხი ჯერ არ არის შეჩვეული. ფერმის გვერდით ვაპირებთ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას, ახლა მისი დაპროექტება მიმდინარეობს. შესაბამისად, უკვე ნახევარფაბრიკატების მიწოდებასაც შევძლებთ. ჩვენს სუპერმარკეტებშიც სწორედ ამ სახით გამოჩნდება“,-ამბობს მერაბ ნადარაია. მისი თქმით, ამჟამად კომპანია ფერმაში 12 ადამიანს ასაქმებს, ქარხანაში კი დამატებით 25 ადამიანი დასაქმდება.

ლოკოკინების ფერმა-ის სურათის შედეგი

მისივე ინფორმაციით, ლოკოკინების ბიზნესის მიმართ დაინტერესება საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც წამოვიდა, რომელთაც კონსულტაციას „ნადი გრუპი“ უწევს. „ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 15 ფერმას ვაპროექტებთ. მათ შორის ხუთმა უკვე დაიწყო მშენებელობა და გაზაფხულზე ჩასვამენ ლოკოკინებს. ჩვენ ამ ფერმებთან კონსულტაციებს შემდგომშიც განვაგრძობთ და მათი პროდუქციის შემსყიდველებიც ვიქნებით“,- ამბობს მერაბ ნადარაია. მისივე ინფორმაცით, ლოკოკინების ფერმის საინვესტიციო ღირებულება 1,6 მლნ ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“
წინა პოსტი

„უგულავას მხარეს მოვუწოდებ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს და ეჭვები მოიხსნება“

შემდეგი პოსტი

„როგორ შეიძლება ერთ დღეს, ერთ დარბაზში ჯერ მკვლელს და სისხლიანი რეჟიმის სულისჩამდგმელს ეძახდე ადამიანს და მერე -კოლეგას“