მთავარი»სპორტი»„ მადლობა ჩემს მხარდამჭერებს საქართველოში”- ბასილაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა

„ მადლობა ჩემს მხარდამჭერებს საქართველოში”- ბასილაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა

9
Shares
Pinterest Google+

 

“ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხე ამ ტურნირის მოგება”, – ეს განცხადება ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის მოგების შემდეგ გააკეთა.

ბასილაშვილმა კორტზე ქართველ გულშემატკივარს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა.

“ძალიან კარგია, რომ ენერგია აღვიდგინე. ძალიან რთული შეხვედრა მქონდა გუშინ. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ტურნირის ფინალში გიწევს თამაში და იმარჯვებ. მადლობა სპონსორებს, ტურნირის ორგანიზატორებს, რომ ასეთი ატმოსფერო შექმნეს. მადლობა ჩემს მწვრთნელს, იან დე ვიტს, რომელიც აკონტროლებს ჩემს განწყობას კორტზე და მის გარეთ. მადლობა გულშემატკივარს ასეთი დაუჯერებელი ქომაგობისთვის. მადლობა ჩემს მხარდამჭერებს საქართველოში”, – განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ამის შემდეგ, მან პუბლიკას ქართულად მიმართა – “დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გულშემატკივრობისთვის”, – აღნიშნა მან.

დღეს, ჰამბურგის 500-იანი ტურნირის ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ანდრეი რუბლევი, სამ სეტში დაამარცხა და ზედიზედ მეორედ, გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა.

პრაიმტაიმი

წინა სტატია

„ივანიშვილის გაქცევის მომენტი მალე დადგება, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცეს“

შემდეგი სტატია

"სამი ძმიდან ერთმა მანქანიდან გადახტომით უშველა თავს, ორი კი, მათ შორის 12 წლის გაგა, დაიღუპა"