მთავარი»მსოფლიო»ლუკაშენკო პუტინს: უფრო ძვირად ვიყიდი ნავთობს, შენს წინაშე ყოველი წლის 31 დეკემბერს დაჩოქება რომ არ მომიწიოს

ლუკაშენკო პუტინს: უფრო ძვირად ვიყიდი ნავთობს, შენს წინაშე ყოველი წლის 31 დეკემბერს დაჩოქება რომ არ მომიწიოს

9
გაზიარებები
Pinterest Google+

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანა განაგრძობს ნავთობის შეძენის დივერსიფიცირებას, რათა ყოველი წლის ბოლოს რუსეთის წინაშე დაჩოქება არ მოუწიოს.

„ამბობენ, აი, ლუკაშენკომ ანგარიში იცის, ის ამაზე არ წავა, ის არ იყიდის ნორვეგიულ, ამერიკულ, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანულ ან ვენესუელის ნავთობს. შევიძენ, თუნდაც ძვირი იყოს. პუტინმა მკითხა: მისმინე, საშა, ძვირად რატომ იყიდი? მე მას ვუპასუხე: იმიტომ ვიყიდი, რომ ყოველი წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე შენს წინაზე მუხლებზე დაჩოქება არ მომიწიოს“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ლუკაშენკოს თქმით, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და რუსეთი ბელარუსს ნავთობს მსოფლიო ფასებით არ უნდა აძლევდეს.

რუსეთმა 2020 წლის კონტრაქტების არარსებობის გამო ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება 1-ელ იანვარს შეწყვიტა.

წყარო

წინა პოსტი

კომპანია "სითი პარკმა" თბილისის მერიასთან დავა შეწყვიტა

შემდეგი პოსტი

„ჩემი რეიტინგი არ დაცემულა, როგორც პრეზიდენტი რა რეიტინგითაც შევედი, იგივეთი დავამთავრე“