ლაშა ტალახაძე და ლიდია ვალენტინი მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანები

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.
გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მამაკაცებს შორის საუკეთესოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე დასახელდა.
მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი – ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.
ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.
კომენტარები არ არის