მთავარი»ეკონომიკა»ლარმა ვარდნა განაახლა

ლარმა ვარდნა განაახლა

4
გაზიარებები
Pinterest Google+

ლარმა კვირა მორიგი გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, თბილისის დროით 11:00 საათზე $1-ის ღირებულებამ 2.9720-ს მიაღწია. რაც 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიმდინარე წელს ლარის გაუფასურების ტემპი მაისიდან დაჩქარდა. თუ 1-ელ მაისს ოფიციალური კურსი 2.7029-ს შეადგენდა, 31 მაისს ის უკვე 2.8023-ს უდრიდა. 30 ივნისს კურსი 2.8687 იყო; 10 ივლისს 2.9026; 1-ელ აგვისტოს 2.9718; 27 სექტემბერს 2.9808. სულ რაღაც 5 თვეში ლარმა გაუფასურების რეკორდი 11-ჯერ მოხსნა.

4 იანვრიდან, 7 ივნისის ჩათვლით ეროვნული ბანკი რეზერვებს ავსებდა. 11 ინტერვენციის შედეგად სებმა ჯამში $165 მლნ შეიძინა. 1-ელ აგვისტოსა და 27 სექტემბერს კი პირიქით $72.8 მლნ გაუშვა ბრუნვაში.

სექტემბერ-ოქტომბერში სებმა რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი 2%-ით 6.5%-დან 8.5%-მდე გაზარდა, რაც ინფლაციის შემცირების მოტივით აიხსნა, თუმცა თავად ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ლარის გაუფასურებაა.

m2b.ge

წინა პოსტი

„ოსტატურად ცრუობენ, ამიტომ არ ვიცი, ვინ არის სიმართლის და ხალხის მომხრე“ -ვაჟა კაკაბაძე

შემდეგი პოსტი

„თუ პარლამენტში მალულად ვინმე შევიდა, გამოვათრევთ“