საზოგადოება

ლაგოდეხში ცოფიანმა ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში უპატრონო ძაღლმა ორი მამაკაცი დაკბინა, ძაღლს კი ცოფი აღმოაჩნდა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი მაკა ხმალაძის განცხადებით, ცოფის შემთხვევა ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდა.

ხმალაძის თქმით, ცხოველის მიერ დაკბენილი ერთი-ერთი მამაკაცი საჭირო ვაქცინაციაზე უარს ამბობს და სპეციალისტები მკურნალობის აუცილებლობაზე მის დარწმუნებას ცდილობენ. მეორე დაკბენილ მამაკაცს უკვე უტარდება შესაბამისი მკურნალობა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს იმ ადამიანებთან შეხვედრაც, ვისაც შესაძლოა, ძაღლთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონოდა.

ცოფი ადამიანს დაავადებული ცხოველის კბენით, ნაკაწრით ან ნერწყვით გადაეცემა, თუმცა დროული ვაქცინაციით მისი განკურნება შესაძლებელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close