მთავარი»საზოგადოება»კვლევა: ყოველწლიურად საქართველოში, ნებაყოფლობით, 700-800 ადამიანი ბრუნდება

კვლევა: ყოველწლიურად საქართველოში, ნებაყოფლობით, 700-800 ადამიანი ბრუნდება

0
Shares
Pinterest Google+

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მარკ ჰულსტმა ევროპაში თავშესაფრის მაძიებლებისა და რეადმისიის შედეგების შესახებ ახალი მონაცემები გააცნო. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

შედეგების მიხედვით, რეადმისიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროში, წელიწადში, საშუალოდ, 125-მდე განცხადება შედის, აქედან 95%-ზე შსს ადასტურებს, რომ თავის მოქალაქეს იღებს.

მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად, საშუალოდ, საქართველოში 700-800 ადამიანი ბრუნდება და შესაბამის ფულად დახმარებას იღებს.

„ეს არის მხოლოდ ჩვენი პროგრამით დაბრუნებული პირების მონაცემი, თუმცა არსებობს სხვა პროგრამაც, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ახორციელებდა. რაც შეეხება დაბრუნებული პირებისთვის გადახდილ თანხებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყნიდან ბრუნდება პირი. საბერძნეთიდან დაბრუნებული პირისთვის დაახლოებით 1000 ევროა, თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც ამ პირებისთვის გაცილებით ხელგაშლილები არიან. მაგალითად, საფრანგეთი 3000 ევროს ფარგლებში უხდის“, – განაცხადა ჰულსტმა.

2018 წლის იანვარ-ივნისში, ევროპის ოთხ ქვეყანაში საქართველოს 3 527-მა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. მათ შორის ყველაზე მეტმა, საქართველოს 2485-მა მოქალაქემ თავშესაფარი გერმანიას სთხოვა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1 მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში აბრუნებენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე.

წინა სტატია

დავით ფირცხალავას ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამაში მეორედ მოხვდა

შემდეგი სტატია

დავით ზალკალიანმა ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებათა შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ რელიგიური უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.