მთავარი»Slider»კვიცი გვარზე ხტის – არჩევნებში სანდრას მოსაგებად ნიკა მელია საკუთარ სიცოცხლეს გაწირავს

კვიცი გვარზე ხტის – არჩევნებში სანდრას მოსაგებად ნიკა მელია საკუთარ სიცოცხლეს გაწირავს

6
Shares
Pinterest Google+

„ნაციონალურ პარტიას სულით და გულით ვუდგავარ მხარში, ეს ის პარტიაა, აი, მერწმუნეთ ხალხო, თვალებში  ჩამაფურთხეთ, ერთ წელიწადში თუ არ იტყვით, რომ ქალბატონი სანდროს… სანდრას არჩევამ, მოგვიტანა კოკელებს ძალიან დიდი სიკეთე, ვიდრე თქვენთან გაზრდილმა მერმა, ჩვენ, თბილისელებს მოგვიტანა.
მე მინდა… ჯერ ერთი და, ქართველები ვართ და ქალს ყოველთვის პატივი უნდა ვცეთ… შეურაცხყოფილი ვიყავი ახლახან… სად იყო, ის, რომ… ჯიხაშკარში… ორი ქართველის მშობელი და გამზრდელი დედა თავის ტკივილს, თავის გეგმებს ხალხს უზიარებდა, ვიღაც ახალგაზრდა მორბიან, ეს რას გავს… ან კორცხელი რას გავდა, ხალხნო, იმ დღეს დავუსვი მე წერტილი ყველაფერს, იმიტომ რომ ოცნება ის არის, რომელმაც საქართველო დაანგრია და კიდევ დაანგრია. 4 წელიწადი, თავს მოვიკლავ, ეს ოცნება რომ იყოს კიდევ სათავეში“, – ეს სიტყვები ანზორ მელიამ კოკში, წინასაარჩევნო პერიდში, 2016 წელს თქვა. სამეგრელოში იმხანადაც სანდრა რულოვსი იყრიდა კენჭს.
გავიდა სამი წელი და ანზორ მელიას შვილი, ნიკა მელია აცხადებს: „ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ. არ დავუშვებთ მათ მცდელობას არჩევნების გაყალბების შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ“.
მოკლედ, კვიცი გვარზე ხტის…
ეს მოხდა ზუგდიდში, დღეს…
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: ზუგდიდში, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიცია აქციას მართავს. მათი თქმით, საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი ცესკო-ს დავალებას ასრულებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ის სიცოცხლესაც არ დაზოგავს არჩევნებში გასამარჯვებლად.
„ჩემს სიცოცხლესაც არ დავზოგავ. არ დავუშვებთ მათ მცდელობას არჩევნების გაყალბების შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისია ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაუურება და მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, არ გასცდნენ საკანონმდებლო ჩარჩოს, იმოქმედონ კომპეტენციის ფარგლებში და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება, რომელიც ახორციელებს საქმიანიბას კანონმდებლობის მიხედვით. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკმაყოფილება მოჰყვა ამომრჩეველთა სამაგიდო სიების საარჩევნო უბნებზე კანონით განსაზღვრულ დროზე ადრე გადაცემას. ოპოზიციის განცხადებით, სიები კენჭისყრამდე 6 დღის ადრე გაიცა, როცა კანონის მიხედვით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა გაცემულიყო.
მირანდა მესხმა სამაგიდო სიების რამდენიმე უბნის გადაცემაზე თავდაპირველად თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა ცოტა ხანში განმარტა – ერთიანი სიების სამაგიდო ვერსია დროზე ადრე იმ მიზეზით გასცეს, რომ მუნიციპალიტეტში 107 საარჩევნო უბანია და მათი მომსახურება ერთდროულად ვერ ესწრება.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა უკვე დატოვეს.
ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის გადადგომის და რეგისტრაციის ახალი ბეჭდების თბილისიდან ჩამოტანის შესახებ უცვლელია“.
არადა, ანზორ მელიამ, შვილს ორი წლის წინ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან მიმართა და ნერვების დაოკება საჯაროდ სტხოვა: როგორც ჩემი მეუღლე და დედაშენი გეუბნება, არ შეიძლება, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენო! თითოეული პიროვნების უკან მეუღლე, შვილები დგანანნიკა, მოთოკე ნერვული სისტემა. 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნების დროს, ჩემი თანამშრომლები, რომლებიც რაიონებში არიან ჩაწერილები, ერთი დღით გავათავისუფლეწადითქართულ ოცნებასხმა მიეცითთქო. მაშინ ნიკანაციონალური მოძრაობისწევრი არ ყოფილა. ეს ამბავი მთავრობაში ყველამ იცოდა, მაგრამ არავინ შემხებია, ახლა იცით რა ხდება? ჯემალ ჭკუასელი იწვა ჩემს კლინიკაში, უმძიმეს მდგომარეობაში მოიყვანეს.. ახლობლები რომ გებულობდნენ, ანზორ მელიას კლინიკაში იწვა, პირდაპირ ეუბნებოდნენვერ მოვალთ, ვერ გნახავთო! პაციენტების 80 პროცენტი იმიტომ დაიკარგა, რომ ნიკა მელიას მამა ვარ! ასე ქვეყანას ეშველება??? არ ეშველება!

 

 

 

 

წინა სტატია

„სუნიანიაო ვიღაც ქოცზე ამბობს ეს მორალურად აყროლებული“ - ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

შემდეგი სტატია

რატომ ჩავარდა აბასთუმნის წყალმომარაგების ტენდერი, რა ხდება მარნეულში, მანგლისში და ვინ გააბრაზა ივანიშვილი!?

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.