მთავარი»მსოფლიო»კრიმინალური სამყაროს ისტორიაში პირველად – ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ტიტულზე უარი თქვა

კრიმინალური სამყაროს ისტორიაში პირველად – ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ტიტულზე უარი თქვა

8
Shares
Pinterest Google+

 

კრიმინალური სამყაროს ისტორიაში პირველად – ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ტიტულზე უარი თქვა

მოსკოველმა ოლეგ მუხამეტშინმა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში მუხა ლუბერეცკის სახელით არის ცნობილი, მოსკოვის პოლიციას განცხადებით მიმართა და „კანონიერი ქურდის“ ტიტულზე უარი განაცხადა. ინფორმაციას „ПраймКрайм“-ი ავრცელებს.

პოლიციელის კითხვაზე, რამ აიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა, მუხამეტშინმა უპასუხა, რომ თავს ქურდად არ მიიჩნევს და არც არასოდეს ყოფილა.

არაერთგზის ნასამართლევი მუხა ლუბერეცკი ქურდად 1994 წელს მოსკოველი ქურდების ანდრეი ისაევის და ვლადიმერ სავოსკინის (სავოსკა) რეკომენდაციით აკურთხეს.

2008 წელს პატიმრობაში მყოფი მუხამეტშინი დედ ჰასანის მომხრეების კლანში შევიდა, რომელმაც კრიმინალური რუსეთის ლიდერობის მსურველ ტარიელ ონიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
„ПраймКрайм“ – ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივ დევნას რომ გაქცეოდა, მუხამეტშინმა გვარი შეიცვალა და დეგტიარევი გახდა.
მუხა ლუბერეცკი კრიმინალური სამყაროს ისტორიაში პირველი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელმაც ტიტული თავისი ნებით დათმო.

ПраймКрайм“

წინა სტატია

„ოცნება იდეოლოგიურ ხაფანგში მოექცა“

შემდეგი სტატია

„ეს არ არის საქართველოს დედაქალაქი, ეს არის მუსულმანირი სამყაროს ბორდელი!!!