მთავარი»საზოგადოება»კონტრაქციის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

კონტრაქციის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

8
Shares
Pinterest Google+

 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაპირისპირება მოხდა პოლიციელბსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის. კონტრაქციის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან მისვლა სცადეს. ეს მცდელობა ამ ეტაპზე წარუმატებლად დასრულდა.

 

უკვე ხუთი საათია სამართალდამცველები ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დგანან. პოლიციას უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები აქცთ მიღებული.

ცოტა ხნის წინ დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა კიდევ 1 პირი დააკავეს და ამ დროისთვის დაკავებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.

 

ტერიტორიაზე მიყვანილია ყვითელი ავტობუსები, თუმცა ლგბტ თემის წარმომადგენლები სამართალდამცველების შეთავაზებას არ იღებენე. ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილიდან ჯერ კონტრაქციის წარმომადგენლები უნდა გაიყვანონ.

პრაიმტაიმი

 

წინა სტატია

ოთო ნემსაძეს უცნობმა ადამიანმა ბათუმში სახლი აჩუქა

შემდეგი სტატია

ჩვენ ვიცავთ არამარტო უმცირესობების უფლებებს, არამედ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.