მთავარი»საზოგადოება»კონგრესი, რომელზეც კოლოსალური თანხა დაიხარჯა – მორიგი მასკარადი

კონგრესი, რომელზეც კოლოსალური თანხა დაიხარჯა – მორიგი მასკარადი

3
Shares
Pinterest Google+

“იმ იმედით, რომ ახალი მმართველი უკეთესი აღმოჩნდება, ხალხი სიამოვნებით აჯანყდება ძველის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გამოცდილებით რწმუნდება, რომ შეცდნენ, რადგან ახალი მმართველი ძველზე უარესი აღმოჩნდება.”

/ნიკოლო მაკიაველი/

დღეს მთელი დღე ვეცნობოდი ნიუსებს ბელგიიდან, და რატომღაც ღიმილი მომგვარა ზოგიერთის ეიფორიამ, თუ რა ზარზეიმით მიემართებოდნენ.
რათქმაუნდა ნებისმიერ ჩვენგანს გაგვაჩნია საკუთარი აზრი თუ შეხედულება, და მათშორის მეც.
მაგრამ მართლა გამიჩნდა კითხვა, ემიგრანტები თავისუფალნი ვართ არჩევანში დავბრუნდეთ თუ გავნაგრძოთ ემიგრაციაში ცხოვრება. და რატომ უნდა გამოიყენოს მავანმა ემიგრაცია საკუთარი პოზიციის გასამყარებლად?! მაშინ როდესაც სწორედ მისი მართველობის დროს დაიწყო ემიგრაციაში ქართველების წასვლა. სწორედ მისი მართველობის დროს ათასობით ადამიანი გამოუშვეს გარეთ ისე რომ არც უფიქრიათ მათ ბედზე. შორს არ წავალ და თავად საკუთარ მაგალითზე გეტყვით, სწორედ მათი მართველობის დროს პოლიციის აკადემიიდან ასობით დამსახურებული თანამშრომელი ისე გაუშვეს უბრალოდ მადლობაც კი არ უთქვამთ. თქვენ წარმოიდგინეთ დეკრეტულ შვებულებაში მყოფნიც , როდესაც კანონი მათ შემცირებას არ ითვალისწინებდა გარეთ დატოვეს გაუფრთხილებლად … ასეთი კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია.
კარგად მახსოვს მისი მომხრეთა დევიზი მაშინ მასობრივად ხალხს მოტივის გარშე სამსახურიდან ისე უშვებდნე თან აყოლებდნენ ორმოცი წლისა ხეც კი არ გვინდაო.და მოყავდათ წერა კითხვის უცოდინარი კადრი.
მას მერე ,რა ქამელიონივით ტყავი იცვალეს მაგრამ ისევ იგივე იდეოლოგიაზე დარჩნენ.
კარგით რა, ბოლოსდაბოლოს ვინმეს გჯერათ რომ რომელიმე მმართველი ყველა ემიგრანტს ასე უცებ ერთად სახლში წაიყვანს?!

მე დიდი ხანია ზღაპრების აღარ მჯერა.
შედეგი?!
თავად იხილეთ კონგრესი რომელზეც კოლოსალური თანხა დაიხარჯა, განსხვავებული პოზიციის ადამიანებზე დასწრების აკრძალვა და ისევ ისე მორიგი მასკარადი.
მე როგორც რიგითი ემიგრანტი ვთვლი რომ საქმემან შენმა უნდა წარმოგაჩინოს და ხალხის ნდობა ამით მოიპოვო.
P.S.ვინმეს სურს ემიგრაციის მხარდაჭერა?! მიიღებს მხოლოდ მაშინ როდესაც რეალურად შედეგს აჩვენებს რომ ემიგრაციაზე ზრუნავს.

წარმატებები ყველას , – წერს ემიგრანტი ნინა რურუა.

 

წინა სტატია

„მოდელირებული ქრონიკიდან“ „ალტერნატიულ მთავრობამდე“ - დაჟინებული მზერით მორჩენილი ბუასილი

შემდეგი სტატია

"გაღლეტილი" მიჰას "სავსე" სალარო

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *