მთავარი»პოლიტიკა»„კოლინ პაუელის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?“ (ვიდეო)

„კოლინ პაუელის ამ განცხადებაზე არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?“ (ვიდეო)

25
Shares
Pinterest Google+

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და ტვ „იმედზე“ 12 გვისტოს გასული ფილმით „ჩვენ მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ აღშფოთებულ ოპოზიციას აშშ სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის სიტყვებს ახსენებს:

“იმედზე” რომ გაილაშქრეს, კარგი, არ გავიხსენებ ტალიავინის კომისიის დასკვნას, არც PACE-ს 2008 წლის #1633 ოქტომბრის რეზოლუციას, რომელსაც ნაცპარლამენტარებმა მოაწერეს ხელი. აი, კოლინ პაუელის (გახსოვთ, სააკაშვილის პირველ ინაუგურაციას რომ დაესწრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რანგში) ამ განცხადებაზე თავის დროზე და ახლა არაფერი უთქვამთ ნაცმოძელებსა და სატელიტებს?

21.09.2008.
პაუელი: რუსები მოიქცნენ უხეშად და უგუნურად. სრულიად განჭვრეტადი იყო თუ რას მოიმოქმედნენ ისინი. ჯარების მობილიზება მათ მიერ დანახვადი იყო.
და ვფიქრობ, რომ სრულიად უგუნური იყო პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მთავრობის მიერ კასრის წაქცევა და ასანთის გაკვრა იმ ოთახში, რომელიც საწვავით იყო სავსე.

ჟურნალისტი ქრისტიან ამანპური: თქვენ ამბობთ, რომ ქართველებმა მოახდინეს პროვოცირება?

პაუელი: დიახ, მათ მოახდინეს. იმას ვგულისხმობ, რომ რეგიონში პროვოცირების უამრავი მიზეზი არსებობდა, მაგრამ იმ ასანთის გაკვრა, რომლითაც შეტაკება დაიწყო, საქართველოს მხრიდან იყო“

 

 

 

 

წინა სტატია

ქალს, რომელმაც დედამთილს ფული მოპარა, 3 წლიანი პირობითი მიესაჯა

შემდეგი სტატია

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი 18, 7 მილიონ დოლარად ანინიმურმა მყიდველმა შეიძინა