მთავარი»სპორტი»კიბერსპორტი – ახალი სიტყვა ქართულ სინამდვილეში!

კიბერსპორტი – ახალი სიტყვა ქართულ სინამდვილეში!

0
Shares
Pinterest Google+

მალე საქართველოში კომპიუტერული სპორტის ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდება. ეს არის 21-ე საუკუნის სპორტი! სპორტი, რომელმაც მოიცვა მსოფლიო!

დეტალები  სიცხადისათვის: ,,საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია“ დაარსდა 2002 წლის 29 მარტს, რომლის მიზანს წარმოადგენს: კომპიუტერული სპორტის სფეროს პოპულარიზაცია, მსოფლიო კიბერ სამყაროში საქართველოს აქტიური ჩართულობა და წარმატებების მიღწევა. ფედერაცია აღიარებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდბის საქმეთა სამინისტროს მიერ, როგორც ეროვნული ფედერაცია.
ჩვენთან თანამშრომლობენ რეგიონალური ფედერაციები: აჭარის კიბერსპორტის ფედერაცია, იმერთის კიბერსპორტის ფედერაცია, ქვემო ქართლის კიბერსპორტის ფედერაცია და თბილისის კიბერსპორტის ფედერაცია. ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას შეუძლია მოგვმართოს, გახდეს ჩვენი წევრი და კანონიერად ჩაერთოს საქართველოს კომპიუტერული სპორტის განვითარების საქმეში.
სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის მიუხედავად, ფედერაციამ მოიპოვა 3 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა:
2004 წელს ”GCSF” –მა ხელშეკრულება გაფორმდა მსოფლიო კიბეროლიმპიადების ორგანიზატორთან – “World Cyber Games” (WCG)
2012 წელს სამხრეთ კორეის ქალაქ ჩეონანში მსოფლიო ელექტრონული სპორტის ფედერაციამ “IeSF”-მა მოგვანიჭა სრულუფლებიანი წევრის სტატუსი
2016 წელს ჩინეთის ქალაქ ინჩუანში გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციასთან “WCA” (World Cyber Arena)
ჩატარებული გვაქვს:
9 საქართველოს პირველობა ფედერაციის თასზე – “GCSF Cup”,
2002 წელი – ქუთაისის კლუბ „West” – GCSF თასი; 2003 წელი – ქუთაისის უნივერსიტეტი – GCSF თასი;
2004 წელი – ქუთაისის უნივერსიტეტი – GCSF თასი;
2005 წელი – ბათუმის კლუბი „NerZzul” – GCSF თასი;
2006 წელი – ქუთაისის კლუბ „West” – GCSF თასი;
2007 წელი – თბილისის კლუბ „Cyber” – GCSF თასი;
2008 წელი – თბილისის კლუბ „Cyber” – GCSF თასი;
2009 წელი – თბილისის კლუბ „Cyber” – GCSF თასი;
2011 წელი – ქუთაისი – GCSF თასი;

8 მსოფლიო კიბეროლიმპიადის შესარჩევი – “WCG Georgia”,
WCG Georgia 2004 ქობულეთი, სასტუმრო “ივერია” ქობულეთი 15-16-17-18 ივლისი.
WCG Georgia 2005 ბათუმი, თოჯინების თეატრი, კლუბი NerZzul ბათუმის კლუბი “NerZzul”.
WCG Georgia 2006 ქუთაისი, კლუბი “West”.
WCG Georgia 2007 ქუთაისი, კინოთეატრი „სულიკო“ 15-16-17 ივნისი.
WCG Georgia 2008 ბათუმი, ჭადრაკის კლუბი.
WCG Georgia 2009 თბილისი, სპორტის დეპარტამენტი (ახ. სპორტის სამინისტრო).
WCG Georgia 2010 ბათუმი, ჭადრაკის კლუბი Batumi “chess club”.
WCG Georgia 2011 თბილისი, სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”.

2 ევროპის შესარჩევი – “ECG Georgia”,
2008 / თბილისი, კლუბი “საიბერი” Tbilisi club “Cyber”.
2009 / თბილისი, კლუბი “საიბერი” Tbilisi club “Cyber”.

3 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი – “IeSF Georgia”:
IeSF Georgia 2014 ქუთაისი, კინოთეატრი “სულიკო” 25-26 ოქტომბერი.
IeSF Georgia 2015 “online” სექტემბერი.
IeSF Georgia 2016 ვანი, კულტურის სახლი, 25-26-27 აგვისტო.

2 რეგიონალური სასკოლო და 100–მდე საკლუბო ჩემპიონატი.
14 ჯერ წარვადგინეთ საქართველოს რჩეული გეიმერები საერთაშორისო ჩემპიონატებზე:

სართაშორისო ღონისძიებებზე საქართველოს ნაკრებების ასპარეზობა:
2004 CPL – თურქეთი, სტამბული.
2005 WCG – სინგაპური.
2006 WCG – იტალია, მილანი.
2007 ECG (SEC) – გერმანია, ჰანოვერი.
2008 WCG -გერმანია, კოლნი.
2008 – აზერბაიჯანი, ბაქო.
2009 WCG – ჩინეთი, ჩენგდუ.
2011 ECG (SEC) – პოლონეთი, ვარშავა.
2011 WCG – სამხრეთ კორეა, ბუსანი.
2012 IeSF – სამხრეთ კორეა, ჩეონანი.
2013 IeSF – რუმინეთი, ბუქარესტი.
2014 IeSF – აზერბაიჯანი, ბაქო.
2015 IeSF – სამხრეთ კორეა, სეული.
2016 IeSF – ინდონეზია, ჯაკარტა.

 

 

 

გვესაუბრება ალექსანდრე ჯოხაძე, საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

_ ჩვენი მთავარი მიზანია ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ნაკრები. შესაბამისად, წელს ნაკრების შერჩევის მიზნით გვაქვს წინაშესარჩევი ჩემპიონატი, რომელიც დაიწყო  ბათუმიდან (22-23 ივლისი),  გაგრძელდა ქუთაისში (23-25 ივლისი) და დასრულდება თბილისში (28-29-30 ივლისი). უფრო კონკრეტულად: ხდება ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბება, კიბერსპორტის მიმართულებით.

_ რა არის კიბერსპორტი?

_ ეს არის მეოცე საუკუნეში ჩამოყალიბებული სპორტი, რომლის ზრდის ტენდენცია განუზომლად დიდია. სპორტის ამ სახეობით, ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რასაც აქვს ორი მიზეზი: 1. ამ სფეროში მოხვედრა არის ძალიან მარტივი; 2.  საჭიროა მხოლოდ სათამაშო კომპიუტერი.

_ და, ძირითადად მოიცავს ჯგუფურ თამაშებს?

_ არა მხოლოდ. წელს, როგორც გითხარით, ძალიან მნიშვნელოვანი წელია, გვაქვს განვითარების სტრატეგია და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ეს იქნება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა.

_ სახელმწიფო გაფინანსებთ?

_ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაფინანსებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თუმცა ყველა მონაცემს ვაკმაყოფილებთ.

_ რამდენი ადამიანი ხართ დაკავებული სპორტის ამ სახეობით?

_ 40-მდე ადამიანი. რაკი არა გვაქვს დაფინანსება,  ჩვენს მიერ მოზიდული ინვესტიციებით ვატარებთ ღონისძიებებს. ვთანამშრომლობთ გამგეობებსა და მერიებთან, გრანტების სახით მოვიზიდეთ უცხოური ინვესტიცია. გარდა ამისა,  მხარში გვიდგას უნივერსიტეტები, განსაკუთრებით ტექნიკური უნივერსიტეტი.

_ რაში გამოიხატება ეს?

_ ჩვენს ღონისძიებებს მასპინძლობს, შესაბამისად იმ თანხებს, რომლითაც ფართი უნდა გვექირავა, სხვა მიმართულებით ვიყენებთ. გარდა ამისა, სპორტის ამ ახალი სახეობით რამოდენიმე მსხვილი კომპანია დაინტერესდა. იმედია მომავალში ეს ინტერესი მეტად გაღვივდება.

_ მოთამაშეებს როგორ არჩევთ?

_ ვატარებთ რამოდენიმე შესარჩევ ტურს,  შემდეგ „ონლაინში“ ხდება საუკეთესოებს შორის საუკეთესოების გამოვლენა. ამ ეტაპზე, ზაფხულის მიუხედავად, ძალიან ბევრი, 640  მოთამაშე, დარეგისტრირდა. ჩვენი ღონისძიებებიდან ეს ღონისძიება არ არის ყველაზე დიდი, უბრალოდ დატვირთვის თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი, რადგან, საქართველოს ეროვნული ნაკრები ყალიბდება. ნაკრები, რომელმაც თავისი სიტყვა საერთაშორისო ღონისძიებებზე უნდა თქვას, სადაც  50-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. ამ სახეობით საქართველოში დაახლოებით 250 ათასზე მეტი ადამიანია დაინტერესებული, რომლებიც აქტიურად თამაშობენ.  პირველ რიგში ადამიანებს, რომლებიც დღე და ღამე თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, გვინდა ავუხსნათ, რომ კიბერსპორტი არის სპორტის სახეობა, რომელსაც აქვს რეჟიმი და რომელსაც სჭირდება ვარჯიში დღეში, არაუმეტეს, 2-3 საათისა და სადაც აუცილებელია როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური დატვირთვა. ანუ ჩვენ გვინდა ეს სპორტი გავხადოთ პროფესია. უცხოეთში კიბერსპორტსმენებს ძალიან დიდი შემოსავალი აქვთ. ხაზგასმით გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელი ქვეყნის წარმომადგენელია მოთამაშე, საპრიზო ფონდი რამდენიმე მილიონს შეადგენს და ის არის ღია ყველასთვის.

_ რა უნდა ვიცოდე, კიბერსპორტსმენი რომ გავხდე?

_ უნდა ივარჯიშოთ! ამ შემთხვევაში იმარჯვებს გონიერი! ანუ ყველაფერი დამოკიდებულია აზროვნებაზე, ადამიანურ რესურსებზე. ამ მიმართულებას უნდა მიუდგეთ არა როგორც თამაშს, არამედ, როგორც სპორტს. ზოგადად, კიბერსპორტსმენს სწორი გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე სხვებს. პირველი კიბერსპორტული ჩემპიონატი 1983 წელს ჩატარდა, მაგრამ ეს იყო საჩვენებელი, რაც დროთა განმავლობაში დაიხვეწა, შეიქმნა სხვადასხვა დიდი ორგანიზაცია, რომელიც ამ სპორტის განვითარებაზეა ორიენტირებული, ადამიანები მიხვდნენ რომ ეს არის მომავლის სპორტი, სადაც ჩართულები არიან დიდი ბიზნესმენები.

_ თქვენ ბრძანეთ რომ დღევანდელი მონაცემებით 600-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. ვინ ადგენს სტანდარტს და ვინ განსაზღვრავს ესა თუ ის ადამიანი სპორტსმენია თუ მოყვარული? რაღაც წესი ხომ უნდა არსებობდეს?

_ ვინაიდან ვართ სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული ფედერაცია, გვაქვს იმის უფლება რომ შესაბამისი ტურის გავლის შემდეგ პირს მივანიჭოთ სტატუსი.

_ თქვენ როგორ ფგიქრობთ 10 წლის ბავშვისთვის ძალიან ადრე არაა ამ სპორტში ჩართვა?

_ უცხოეთში, რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა ჩათვალოთ, ფუნქციონირებს კიბერ-სკოლები, სადაც სპეციალურად შეჰყავთ ბავშვები, რათა მათ ისწავლონ სწორად თამაში – არ შეიძლება დღე და ღამე ითამაშო, თუ გინდა შედეგი. შესაბამისად კიბერსპორტული აღზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფეხბურთი 10 წლის ბავშვმა შეიძლება მთელი დღე ითამაშოს, მაგრამ მეეჭვება რომ ამ გზით ის დიდი სპორტსმენი გამოვიდეს, ასევეა კიბერსპორტშიც. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 10 წლის ბავშვს თუ ეცოდინება რომ ის დღეში მხოლოდ 2 საათს ითამაშებს 7-8 საათის ნაცვლად და ამ 7-8 საათს მოახმარს გონებრივ განვითარებას, რეაქციების გაუმჯობესებას,  კარგია. რაც მთავარია, საკმაოდ ბევრი ბავშვი მოინდომებს უცხოეთში ასპარეზობას, სადაც წარმოუდგენლად მაღალი დონეა და რომელსაც 200 ათას ადამიანზე მეტი ესწრება, გადაიცემა ბევრს ქვეყანაში, საპრიზო ფონდი მილიონებია. სწორად თამაში დიდ შედეგამდე მიგვიყვანს.

წინა სტატია

სტუ-ს სტუდენტის წარმატება ოქსფორდის უნივერსიტეტში

შემდეგი სტატია

ნაბიჯებს ვითვლიდი, ვზომავდი მანძილებს....

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *