მთავარი»საზოგადოება»“ხუხაშვილს კაი ბიჭის სახელი მონდომებია, მაგრამ კაი ბიჭები ეგრე არ უზრდელობენ”

“ხუხაშვილს კაი ბიჭის სახელი მონდომებია, მაგრამ კაი ბიჭები ეგრე არ უზრდელობენ”

9
Shares
Pinterest Google+

 

“საწყენია, ჩემთვის პატივსაცემ„ტვ პირველს“ და დიანა ტრაპაიძის გადაცემას როცა ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ” , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი წერს.

ნიკოლოზ მეტრეველი ექსპერტ-ტელეწამყვან გია ხუხაშვილს ეთერში უფრო მეტი კორექტულობისკენ მოუწოდებს.

“თურმე ორდიპლომიან ექსპერტ-ტელეწამყვანი ხუხაშვილი, მარტო ამ წოდებებით არ კმაყოფილდება, როგორც ვხედავ კაი ბიჭის სახელიც მონდომებია. მაგრამ, კაი ბიჭები თუ ქალაქში გაუვლია ბატონ გიას, ეგრე არ უზრდელობენ. თუ ეს კაცი „მომავალზე“ (არა ბიზნეს-პოლიტიკურზე) ფიქრობს ძალიან დაუგვიანდა. კაი ბიჭობას დიდი დრო და შესაბამისი ცხოვრების წესი სჭირდება.

მე, ხუხაშვილის არც დიპლომების და არც ექსპერტობის თუ ანალიტიკოსობის შეფასებას არ ვაპირებ. ერთს კი ვურჩევ, (თვითონ ფაქტია, არ იცის ) ორ დიპლომიანებიც და მითუმეტეს კარგი ბიჭებიც არ უნდა უზრდელობდნენ. საწყენია ჩემთვის პატივსაცემი „ტვ პირველს“ და დიანა ტრაპაიძის გადაცემას როცა ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ.

როდესაც ტელეწამყვან-ანალიტიკოსი და თანაც ორდიპლომიანი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო. ტელეგადაცემაში სტუმრად მიწვეული ზრდილობიანი კაცის შეურაცხყოფა კი თუ გინდა ისიც უნდა იცოდე მაგისთვის სხვა ადგილი არსებობს და სხვა „სპროსიც“.”-წერს მეტრეველი.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ერთმანეთს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ანალიტიკოსი გია აბაშიძე დაუპირისპირდნენ. გია აბაშიძემ ხუხაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მსგავს რიტორიკაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ხუხაშვილმა აბაშიძეს უთხრა, რომ ის ანალიტიკის სირცხვილია.

 

 

წინა სტატია

„ხუხამ დიდი კაცის შექებაც დაიმსახურა, ბოლოს მიშაც შეაქებს“ (ვიდეო)

შემდეგი სტატია

ქუთაისელი ადვოკატი პროკურატურის წინ პირის ამოკერვას და შიმშილობის დაწყებას გეგმავს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.