მთავარი»სამართალი»„ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”

„ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”

11
გაზიარებები
Pinterest Google+

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა გვარამიას ეხმიანება, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს უზურპატორი უწოდა და განაცხადა რომ უზურპატორი უნდა დაემხოს.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 317. საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისკენ მოწოდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე”,- წერს გია აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას პოზიციას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა:

“ნიკა მართალია იმაში, რომ ივანიშვილი თავს დაესხა სრულიად საქართველოს და ჩვენ გვმართებს მისი მოგერიება” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

წინა პოსტი

„ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტში  გასაბუტი და გასაღიზიანებელი არაფერია“

შემდეგი პოსტი

„ხომ დაგაყენათ ბიძინამ ყინვაში და გამღერათ საქართველოს ჰიმნი აკაპელათი! ჯერ სად ხართ!“