მთავარი»პოლიტიკა»ხელისუფლებამ ზონდერჯგუფები ლიეჟში დესანტივით გადასხა

ხელისუფლებამ ზონდერჯგუფები ლიეჟში დესანტივით გადასხა

0
Shares
Pinterest Google+

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ ლიეჟში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას თქვა, რომ “ხელისუფლება დაეხმარება საზოგადოებას, როგორც კი “ნაციონალური მოძრაობა” თავს წამოყოფს”, სალომე სამადაშვილი ეხმაურება და აცხადებს: .

„რაც ვიხილეთ ლიეჟში, ეს ჩემი აზრით იყო, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ, სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში,რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს,რომ შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრით დაეფიქსირებინათ.“

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ზონდერჯგუფები ლიეჟში სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულით დესანტივით გადასხა. ყველა დეტალი ადასტურებს, რომ ეს არ იყო თავისუფალი ადამიანების კონტრაქცია, რომელიც სპონტანურად დაიგეგმა.

“ეს არ იყო სპონტანური თავისუფალი ადამიანების ან მოქალაქეების საქციელი ეს იყო ხელისუფლების ორგანიზებული ზონდერ ჯგუფები. სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომლითაც ხელისუფლება შეხვდა შეხვედრას,რომელიც გუშინ გაიმართა ლიეჟში. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, ხელისუფლებას არასოდეს უგრძვნია საკუთარი თავი ისე სუსტად, როგორც გრძნობს დღეს, ხელისუფლებამ იცის, რომ განწირულია საპარლამენტო არჩევნებზე განწირულია ხელისუფლების დასაკარგად,”-ამბობს სამადაშვილი.

შეგახსენებთ: „რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით. ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია. ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალა. „ნაცმოძრაობის“ რომ არ გვეშინია, დავადასტურეთ ყველა გასულ წელს. ჩვენ ყოველთვის ​ვპირდებოდით ​საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახით რევანშს. ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ მომავალ წელსაც არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატია

ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულება, შეიკრიბონ თავისუფლად

შემდეგი სტატია

“მიხეილ სააკაშვილი მდგრადი პოლიტიკური ცხოველია”

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.