საზოგადოება

“ხაზარაძეს ვურჩევდი, გამოვიდეს ‘ლეიბ-გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკის, პიპინია ერისთავის’ სამხედრო სტრატეგიების ეპოქიდან”

“დღეს, “ლელოს” მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ამით საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ტანკების იოლად შემოსაყვანად შესაძლებლობას უჩენს… ძებნილი შლეგის ‘მესიჯბოქსის’ გადამღერება.
ახლა რა გამოდის ამ იაფფასიანი პოპულისტური გამონათქვამიდან? ის, რომ ამ “რუსულ” პროექტს [მთლიანი ღირებულება $ 558,6 მილიონი] გვიფინანსებენ აზიის განვითარების ბანკი [ADB, $ 415 მილიონი დოლარი უკვე გამოყო] და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD, $ 60 მილიონიან სესხს გამოყოფს]?..
83 მილიონ დოლარს კი საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს განსახლების საკითხებისთვის.
შეგახსენებთ, რომ TBC ბანკის აქციონერთა შორისა ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), Deutsche Investitions- und Entwicklungsgesellschaft (DEG) და Nerlandese Financierings-Maatschappi Voor Ontwikkelingsladen N.V. (FMO), ბანკის 57% სააქციო კაპიტალით.
მებადება შეკითხვა – უწინ, ანაკლიის კონსტორციუმის პოტენციურ ინვესტორებსაც ასეთი ჩამოშლილი გზავნილებით ესაუბრებოდა?..
და რუსეთს, ღმერთმა დაგვიფაროს და აქ შემოსვლა, რომ მოეპრიანოს, ტანკების გარდა, არაფერი აქვს შეიარაღებაში? და რომც მხოლოდ ტანკებით მოუნდეს შემოსვლა, ამჟამინდელ გზაზეც ვერ შემოგორდება?
ბატონ ხაზარაძეს ვურჩევდი, რომ გამოვიდეს ‘ლეიბ-გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკის, პიპინია ერისთავის’ სამხედრო სტრატეგიების ეპოქიდან” – წერს ფეისბუქზე ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
შეგახსენებთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას:
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მათი პროცესი იწყება, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებისთვის პრეზენტაცია გამართეს, რომელზეც ორ საკითხზე, ანაკლიის პორტისა და გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე ისაუბრეს.
“პრეზენტაცია ეხება ორ უმნიშვნელოვანეს პროექტს. პირველი ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლიის პორტის გაჩერება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ოთხ საერთაშორისო ბანკთან, რომელთანაც ხელი გვაქვს მოწერილი $400 მლნ-ის სესხზე, არ გასცა $50 მლნ-ის გარანტია, რომელიც უნდა გაცემულიყო უკვე აშენებული პორტის შემდეგ. ეს იყო ბანკების მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მიეღო რამენაირი მონაწილეობა პორტის მშენებლობაში”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა რუსეთის ინტერესებში არ შედის. მან ასევე ისაუბრა გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ამით ხელისუფლება რუსეთს ტანკების იოლად შემოსაყვანად შესაძლებლობას უჩენს.
“გუდაური-ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებსში. ამისთვის ვიღებთ ნახევარი მილიარდი ლარის სესხს და რუსებს ტანკების კომფორტულად შემოყვანის შესაძლებლობას ვაძლევთ. რა ეკონომიკური ბენეფიტი აქვს ამას ჩვენი ქვეყნისთვის? 600 ადამიანი დასაქმდება 2 წლის განმავლობაში და ექსპორტის მიმართულება იქნება მხოლოდდამხოლოდ რუსეთი”,- აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ყოველი სასამართლო სხდომის წინ “ლელო საქართველოს” ექნება პრეზენტაცია იმის, შესახებ თუ როგორი ხედვა აქვს პარტიას ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის შესახებ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close