მთავარი»Slider»ხაჭაპურის დამზადების ფასმა წლიურად 12.6%-ით მოიმატა

ხაჭაპურის დამზადების ფასმა წლიურად 12.6%-ით მოიმატა

3
გაზიარებები
Pinterest Google+

ხაჭაპურის ინდექსი ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ახალი მონაცემებით 2019 წლის ნოემბერში ინდექსმა ზრდა გააგრძელა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ფასი 4 ლარი და 10 თეთრი გახდა, რაც 6.1%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან სედარებით.
ხაჭაპურის მომზადების ფასმა წლიურად 12.6%-ით მოიმატა.
ნოემბერში გაძვირებული იყო ხაჭაპურის დასამზადებლად ყველა ინგრედიანტი. მაგალითად, ყველის ფასი 18.6%-ით გაიზარდა, ფქვილი 8%-ით, კვერცხის ფასის ზრდამ კი 3.4%-იან მაჩვენებელს მიაღწია.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ საშობაო მარხვის პერიოდში ხაჭაპურის დამზადების ფასი დაიწევს და მიზეზად რძის პროდუქციის შესაძლო ფასდაკლებას ასახელებენ.

წინა პოსტი

მოსახლეობამ მოიხმარა 56.9 ათასი ტონა გაყინული პროდუქცია: 58.3% ქათამი, 20.5% საქონელი, 11.8% ხილი, 6.1% თევზი

შემდეგი პოსტი

3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა