მთავარი»Slider»ხარაგაულში აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია

ხარაგაულში აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია

10
Shares
Pinterest Google+
ხარაგაულში,  ახალი სარკინიგზო გვირაბის ტერიტორიაზე შუა პალეოლითის ძეგლზე მიმდინარე საექსპედიციო სამუშაოები დასრულდა.
არქეოლოგების თქმით, აღმოჩენილი მღვიმე სავარაუდოდ 50-60 ათასი წლის წინანდელია, რომელიც სარკინიგზო გვირაბის აფეთქების შედეგად გასულ წელს გამოჩნდა.
“თუმცა, ამავე აფეთქების გამო ძალიან ბევრი ნაშთი განადგურებულია,” – ამბობს პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თენგიზ მეშველიანი.
მისივე თქმით,  აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საქართველოსთვის.

“აქ ორი კულტურული ფენა და მრავალი სახეობის ფაუნის ნაშთებია.  რადგან ასეთი არქაული ხანის ნაშთები ცოტაა” – ამბობს მეშველიანი.

მასალებს დამუშავების შემდეგ ხარაგაული ისტორიულ მუზეუმს გადასცემენ.

ფოტო: “ჩემი ხარაგაული”

წინა სტატია

„ნუ შეხვალთ საბანაოდ ნასვამ მდგომარეობაში“ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

შემდეგი სტატია

"ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა აიღონ სესხი იმისთვის, რომ ძველი ავტომობილები ახლებით ჩაანაცვლონ“

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.