მთავარი»Slider»ხანძარი ტაძარში დაცულ რელიქვიებზე არ გავრცელებულა

ხანძარი ტაძარში დაცულ რელიქვიებზე არ გავრცელებულა

7
Shares
Pinterest Google+

 

პარიზის რვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლის თქმით, ხანძარი ტაძარში დაცულ რელიქვიებზე არ გავრცელებულა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. წინასწარი ინფორმაციით ხანძრის გაჩენა ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაობს უკავშირდება.

ტაძარში უამრავი ქრისტიანული რელიქვია და ისტორიული ძვირფასეულობა ინახება.

პარიზში ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ხანძარი თბილისის დროით 20:50-ზე გაჩნდა. მეხანძრეთა თქმით, ის სავარაუდოდ, ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან არის კავშირში. სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, განადგურებულია ტაძრის შპილი. სიენენის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ შპილთან ერთად ჩამოინგრა ტაძრის სახურავიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი თავდაპირველად ხარაჩოს გაუჩნდა, რომელსაც ტაძრის რესტავრაციისთვის იყენებდნენ. მომხდარის გამო პრეზიდენტმა მაკრონმა ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადადო. პარიზის მერმა ან იდალგომ მომხდარს საშინელება უწოდა. ელისეს სასახლეში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი ხანძრის ადგილას აპირებს მისვლას. შეერტებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თვითერში დაწერა, რომ საშინელებაა, უყურო როგორ იწვის ნოტრ-დამი და მეხანძრეებს ავიაციის გამოყენება ურჩია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია ტაძრის საათიც.

pia.ge

 

წინა სტატია

ულამაზესი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფოტოგალერეა)

შემდეგი სტატია

(ვიდეო) პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის სიახლოვეს მუხლებზე დაჩოქილი ხალხი გალობს

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.