მთავარი»Slider»„ხალხს გამოვიყვანთ ქუჩაში, მშვიდად ვერ ვუყურებთ როგორ გვითახსირებენ შვილებს“

„ხალხს გამოვიყვანთ ქუჩაში, მშვიდად ვერ ვუყურებთ როგორ გვითახსირებენ შვილებს“

6
გაზიარებები
Pinterest Google+

15 ნოემბერს ევროპის საბჭოს ოფისისა და პარტნიორი უწყებებების ხელშეწყობით, თბილისში თანასწორობის კვირეული გაიხსნა.  ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება.  გავრცელებული ინფორმაციით, მისი მიზანი მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და დისკრიმინაციის მსხვერპლთა ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმირება გახლავთ.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი კვირეულის ჩატარებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ღონისძიების სასწავლო დაწესებულებებში ჩატარების მიზანი  ლგბტქი თემის  პროპაგანდაა.  გუშინ ფალავანდიშვილი განათლების სამინისტროში თანამოაზრეებთან ერთად მივიდა და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვა. ის აცხადებს, რომ არ დაუშვებს მსგავსი ტიპის ლექციების ჩატარებას და ყველა იმ დაწესებულებების პიკეტირებას მოახდენს, სადაც ლექციების ჩატარება იგეგმება.
„პროგრესნიუსს“  „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი ესაუბრება:

_ გაუგონარი ვანდალიზმი ტარდება სკოლებში. ეს არის ლგბტ კვირეული განათლების სისტემაში, მათ შორის, სკოლებში. ამაზე მეტი ვანდალიზმი რა უნდა იყოს, ბავშვებს მამათმავლობაზე რომ ეტყვი, კარგიაო. საქმის კურსშია მთელი სამინისტრო და მთავრობა, დადიან და ატარებენ ტრანინგებს, რაც არის ყოვლად მიუღებელი. ბავშვების ჰომოსექსუალიზმში ჩართვაზე უარესი რა არის? ამას ჯობს, არ აჭამო.
_ გუშინ, განათლების სამინისტროში თქვენი ვიზიტი რა შედეგით დასრულდა?
_ სამინისტროდან ჩვენთან სალაპარაკოდ არავინ გამოსულა. ახალი მინისტრი შესაძლოა, არც არის საქმის კურსში, რომ ჩვენი შვილების წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან. ჩვენ ამ კვირეულის შესახებ გვიან გავიგეთ და ვაპირებთ, რომ ყველა იმ დაწესებულებების პიკეტირება მოვახდინოთ, სადაც ლექციების ჩატარება იგეგმება. მივედით „ევროპულ სკოლაში“, მივდივართ გლდანის სასწავლო ცენტრში, სადაც სამხედროებსა და პოლიციელებს ასწავლიან, რომ ჰომოფობია ის, ვინც ჰომოსექსუალს ებრძვის და უნდა დაიჭირონ ის, ვინც ამას უარყოფს. ხვალაც და ზეგაც გამოვალთ აქციებით და საერთოდ, ქუჩაში უამრავ ადამიანს გამოვიყვანთ. კარგია, რომ ივანიშვილმა მიტინგი მშვიდად დაშალა, მაგრამ ასევე მშვიდად გვითახსირებენ შვილებს და ვერ გავჩუმდებით. უნდა დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მთავრობა ეწევა ლგბტ თემის პროპაგანდას.  ჩვენი მოთხოვნაა, დადგეს არა მარტო ჩხენკელის, არამედ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. მათ „ბანტიკებში“ და წითელ ყვითელ ფერებში აქვთ შეფუთული ჩვენი შვილების გახრწნა. ჩვენთვის კი ეს არის სიბინძურე და გვინდა, რომ ჩვენი შვილები დაცული იყვნენ ამ აგრესიისგან.

„პროგრესნიუსი“

 

წინა პოსტი

ხვალ თბილისში შესაძლოა, მოთოვოს

შემდეგი პოსტი

„გიორგი რურუა მისაბაძი ადამიანია, მზად ვართ თავდებში ჩავუდგეთ“- დოდო გუგეშაშვილი