მთავარი»Slider»„ხალხს ანაბრები შეუჭამეთ, ნაძარცვი ფული პროცენტებით მიასესხეთ, დააბეჩავეთ, დაასამარეთ და ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრით“

„ხალხს ანაბრები შეუჭამეთ, ნაძარცვი ფული პროცენტებით მიასესხეთ, დააბეჩავეთ, დაასამარეთ და ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრით“

14
გაზიარებები
Pinterest Google+

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ჩემს მშობლიურ ბაღდათში დატრიალებული გაუგონარი ტრაგედიით დამძიმებული წერილი !!! დილით მილიონერ მამუკა ხაზარაძეს ვუსმენდი, რომელიც შეწუხებული სახით, ფარისევლურად გლოვობდა ტრაგედიის მსხვერპლს !!! არადა, ვითომ არ იცოდა, რომ ეს უკიდურესად გაჭირვებული ქართული ოჯახი, ერთ დროს ჩვეულებრივად ცხოვრობდა, მუშაობდა, უხაროდა, ცხოვრებით ტკბებოდა, მაგრამ 90-იან წლებში დაწყებული ძარცვის და საბანკო-სამევახშეო ბანდიტიზმით შედეგად გახდა უკიდურესად გაჭირვებული !!! ასეთი პატიოსანი ქართველების ძარცვის ხარჯზეა ხაზარაძეები კომკავშირის მდივნობიდან მილიონერებად ქცეული !!! გაჭირვებასა და ბავშვების შიმშილზე ის გვამები იხოკავენ ლოყებს-სახლში რომ მივლენ და გასიებულ-უსაქმურ-უცოდინარ შვილს ეტყვიან -“მამა წითელი ხიზილალა არ გინდა, აგერ შავი მიირთვიო”-ამ დროს სხვისი შვილები ფეხზე კიდიათ და უფრო მეტიც-თავიანთი გაზულუქებული ცხოვრება მოშიმშილე ბავშვების მშობლების ძარცვით და ჩაგვრით აქვთ უზრუნველყოფილი !!!
შევარდნაძის ეპოქიდან ძარცვავთ, ძარცვავთ, ძარცვავთ ამ ქვეყანას. ხალხს ანაბრები შეუჭამეთ, დააყაჩაღეთ, გაქურდეთ, შემდეგ ეს ნაძარცვი ფული უკან მიასესხეთ ამ ქონების ყოფილ პატრონებს, პროცენტებში ჩაახრჩვეთ, გააკოტრეთ, გაანადგურეთ და ბოლოს ზოგს სახლ-კარი,ზოგს მოძრავი ქონება, ხოლო ზოგს საერთოდ სიცოცხლე წაართვით !!! დაამონეთ, დააბეჩავეთ, დაასამარეთ პატიოსანი ადამიანები, თქვენი სიხარბით ბოლომდე შეჭამეთ ყველაფერი,ახლა დგახართ აქ და ნიანგის ცრემლებს ღვრით, ღვრით მხოლოდ იმიტომ რომ არჩევნები მოახლოვდა და ხმები გჭირდებათ,ხმები გჭირდებათ რათა ბოლომდე ყმებად აქციოთ მთელი საზოგადოება !!! თქვენ რომ ხალხი იყოთ,თქვენ რომ სინდისი გაწუხებდეთ,სულ ბოდიშებით დაუბრუნებდით წართმეულ ქონებას ხალხს,თუმცა ვინ მოგცათ თქვენ ან სინდისი ან ნამუსი !!! ამიტომ არ ხართ დასანდობები,რომლებმაც ჯერ შევარდნაძის,შემდეგ სააკაშვილის უკანალში მოგზაურობით აიწყეთ ცხოვრება !!! ასე არ იქნება,გაიღვიძებს ხალხი,გაწყვეტს ჯაჭვებს და მერე …. …….. წარმოდგენაც კი არ მინდა თუ რა ბედი გელით.მევახშეს,მძარცველს,ავაზაკს არავინ დაინდობს !!! მიმიფურთხებია თქვენი ყალბი თანაგრძნობისთვის,მიმიფურთხებია თქვენი ბინძურ-ფარისევლური ცრემლებისთვის,განკითხვის ჟამი ახლოვდება !!!“ – წერს სანდრო ბრეგაძე.

წინა პოსტი

დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე გამოვიდა – გამოსვლის ძირითადი ასპექტები

შემდეგი პოსტი

„არ ვიცოდი, უგულავა გვიან თუ გაიღვიძებდა, თორემ უმრავლესობის სხდომას 11 საათზე დავნიშნავდი“