მთავარი»საზოგადოება»კანის ფესტივალზე შენგელაიასა და მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“ აჩვენეს

კანის ფესტივალზე შენგელაიასა და მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“ აჩვენეს

1
Shares
Pinterest Google+

ელდარ შენგელაიასა და თამაზ მელიავას ფილმი „თეთრი ქარავანი“, რომელიც 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, 55 წლის შემდეგ კანის კინოფესტივალაზე ისევ აჩვენეს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ელდარ შენგელაია კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე იმედო კახიანთან ერთად გამოჩნდა. ფილმი 1964 წელს კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა, წელს „თეთრი ქარავანი“ სექციაში „კანი კლასიკა” (Cannes Classics) იყო წარმოდგენილი. ფილმის გადაღება სამი წელი გრძელდებოდა. „თეთრი ქარავანის“ სცენარზე მერაბ ელიოზიშვილი მუშაობდა, ხოლო ოპერატორი კი ტიტო კალატოზიშვილი იყო. ფილმში მთავარ როლებს სპარტაკ ბაღაშვილი, დოდო აბაშიძე, არიადნა შენგელაია და იმედო კახიანი ასრულებენ. კანის კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა, გამარჯვებულებს კი 25 მაისს გამოაცხადებენ.

წინა სტატია

ეკლესიას ხალხი კიდევ უფრო გამოუკრეტინებია

შემდეგი სტატია

„სანდრა რულოვსი ბიძინა ივანიშვილის მზეს ფიცულობდა“- ლალი მოროშკინას ხმაურიანი განცხადებები (ვიდეო)

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.