მთავარი»პოლიტიკა»კალაძის გარემოცვის არაერთ ადამიანს დააკავებენ – მელიას წინასწარმეტყველება

კალაძის გარემოცვის არაერთ ადამიანს დააკავებენ – მელიას წინასწარმეტყველება

6
გაზიარებები
Pinterest Google+

“ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დასდევს ივანიშვილი ასე გაშმაგებით ოპონენტებს პოლიციელებისა და პროკურორების მეშვეობით, ეს არის სიძლიერის დემოსნტრირება გუნდის ფარგლებში. მან უნდა აჩვენოს გუნდის წევრებს და ე. წ. ლიდერებს, მათ შორის კალაძეს არასწორი მანევრირება არ გააკეთონ. თორემ, სადაც მე მაგალითად ოპონენტებს არ ვინდობ, შენთანაც მოვალ და შენთანაც დაიჩოქებს აქლემიო. დიახ, დაწყებულია გამოძიება მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ. ვერც უარყო კალაძემ ეს. ბევრჯერ უთქვამს “გამოექანა ფუნიკილიორიდან” და მსგავსი ეპითეტები.
მე ოპოზიციაში ნამდვილად არ ვიქნებოდა, კალაძესთან ის ურთიერთობა რომ მქონდეს, რომ კალაძემ შემომითვალოს რაღაცა მე. ისინი კორუფციაში არიან გასვრილები და ერთმანეთზე აგროვებენ კომპრომატებს. დღეს ივანიშვილს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე კალაძეს და ივანიშვილი ცდილობს, რომ ყველაფერი მისი შეხედულებებისამებრ მოაწესრიგოს.

ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ უახლოეს პერიოდში კალაძის გარემოცვის არაერთ ადამიანს – იქნება ეს გამგებელი, მერის მოადგილე, პარლამენტარები, ბიზნესმენები და ა. შ. დააკავებს. ამით კალაძეს წარმოაჩენს კორუმპირებულად და ეცდება, წარმოჩინდეს რომ კორუფციას ებრძვის”, – განაცხადა ტვ პირველის ეთერში ნიკა მელიამ.

წინა პოსტი

საქართველოდან გატანილი საგანძური ერმიტაჟშია გამოფენილი (ფოტო)

შემდეგი პოსტი

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს